logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კუჭავა: ეუთო/ოდირის განცხადება საქართველოში სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლასთან დაკავშირებით იმედის მომცემია
კახა კუჭავა: ეუთო/ოდირის განცხადება საქართველოში სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლასთან დაკავშირებით იმედის მომცემია
20:53 25.09.2020
„დღეს ეუთო/ოდირის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით. როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი დამკვირვებლების ნაწილი ჩამოსულია“, -განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი ინფორმაციით, 30 სექტემბრისთვის დამატებით ჩამოვლენ გრძლვადიანი დამკვირვებლები.

„ისინი 13 სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდებიან, ხოლო შემდეგ დაემატებათ, თუ სწორად მახსოვს, 330 დამკვირვებელი მოკლევადიანი მისიით. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ვიზიტი.

ჩვენ გვახსოვს ვალდებულება, რომელიც ეუთო/ოდირს აქვს აღებული. დახლოებით 15 არჩევნებია საქართველოში მას შემდეგ, რაც ისინი აკვირდებიან სარჩევნო პროცესს, განსაკუთრებით, არჩევნების დღეს. საგარეო საქმეთა მინისტრის და მთლიანად სამინისტროს მიერ გაგზავნილი მოწვევა მათ მიიღეს ამჯერადაც და გამოგზავნეს სადამკვირვებლო მისია მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად შეზღუდულია მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა პანდემიის გამო. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მოწვევა მიიღეს. ველოდებით სხვა დამკვირვებლებსაც. რაც შეეხება ეუთო/ოდირს, ისინი გამოაქვეყნებენ როგორც შუალედურ ანგარიშს 2 კვირით ადრე, ასევე საბოლოო ანგარიშს, რომელიც არჩევნებიდან 1,5- 2თვის შემდეგ იქნება. ჩვენ ველოდით უფრო მეტ დამკვირვებელს, როგორც ეს წინა არჩევნებზე იყო, თუმცა ევროპარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება. საერთოდ, ყველა ქვეყანაში აქვს აკრძალული სადამკვირვებლო მისიები გლობალური პანდემიის გამო. ამიტომ გარკვეული ორგანიზაციები, შეიძლება, ვერ ახერხებენ ჩამოსვლას, თუმცა ეუთო/ოდირის ეს განცხადება საკმაოდ იმედის მომცემია. იმედი მაქვს, რომ სხვებიც შეუერთდებიან, მათ შორის, ევროპარლამენტიც . ვიცით, რომ სხვა ფორმატებიდანაც აპირებენ ჩამოსვლას და ეროვნული პარლამენტებიც ცალ-ცალკე ჩვენი მოწვევის შედეგად აპირებენ დაესწრნონ ჩვენს საარჩევნო პროცესს“, -განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა