logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ალექსანდრე ხვთისიაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ძირითად ჯგუფს შეხვდა
ალექსანდრე ხვთისიაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ძირითად ჯგუფს შეხვდა
15:08 25.09.2020
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო-ს დამკვირვებელთა მოვლინების თაობაზე. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ტრადიციულად გეგმავს გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების საქართველოში გამოგზავნას. აღსანიშნავია, რომ გრძელვადიან დამკვირვებელთა ნაწილი უკვე საქართველოში იმყოფება.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მაქსიმალური რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლის უზრუნველყოფის მიზნით, ქართული მხარის მიერ განხორციელებული და მიმდინარე ძალისხმევების თაობაზე. მხარეებმა განიხილეს კოვიდ-19 პანდემიის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება და აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოში მგზავრობის, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლასთან დაკავშირებული საკითხები.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ გატარებულ წარმატებულ პოლიტიკაზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა და მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ უზრუნველყოს საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალურად დიდი რაოდენობით მიღება.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს პანდემიის დასაძლევად საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული წარმატებული ნაბიჯები და ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ კონტროლირებადი ვითარება. მათ აქვე ხაზი გაუსვეს მაქსიმალური რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლების ქვეყანაში ჩამოსვლის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ძირითადი ჯგუფი 25 სექტემბერს 15:00 საათზე გეგმავს ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციის ჩატარებას და 2020 საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს მისიის საქმიანობის ოფიციალურად გახსნას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა