logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პარლამენტში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლეს
პარლამენტში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლეს
18:46 24.09.2020
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებებზე ისაუბრეს.

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან გაცნობითი შეხვედრა გავმართეთ. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის განიხილება. საუბარი შეეხო საერთო გამოწვევებს, ორმხრივ პროექტებსა და იმ მიმართულებებს, რომლებზეც მომავალშიც ვაპირებთ გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა. ჩვენი მხრიდან არის სურვილი და მზაობა კიდევ უფრო გაღრმავდეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა, ეს შეეხება როგორც მეგობრობის ჯგუფების მუშაობას, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებს. დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალი წლები კიდევ უფრო შედეგიანი იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

აზერბაიჯანის პირველ დიპლომატთან გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ფაიგ გულიევი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები დაესწრნენ.

„აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ მტკიცე, კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაკავშირებს. გარდა ორმხრივი ფორმატის მჭიდრო თანამშრომლობისა, ჩვენ ასევე, გვაერთიანებს უდიდესი მნიშვნელობის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში მონაწილეობა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენი გამორჩეული, კეთილმეზობლური ურთიერთობები უზრუნველყოფს ამ პროექტების წარმატებით განხორციელებასა და ეფექტიანობას, ისევე, როგორც ბევრი ახალი პროექტის რეალიზების შესაძლებლობას.“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა