logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
Agence France-Presse - ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს „პროფესიონალ მატყუარასა" და „მამაძაღლს" უწოდებს
Agence France-Presse - ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს „პროფესიონალ მატყუარასა" და „მამაძაღლს" უწოდებს
11:49 14.09.2012
ქართველი მილიარდერი, ოპოზიციონერი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „პროფესიონალ მატყუარასა" და „მამაძაღლს" უწოდებს.  ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ „ფრანს პრესისთვის" მიცემული ინტერვიუს ინგლისურენოვან ვერსიაშია საუბარი.

ინტერვიუ „ქართული ოცნების“ „ფეისბუქის“ გვერდზეა განთავსებული.

როგორც ივანიშვილი ინტერვიუში ამბობს, მისმა მთავარმა ოპონენტმა სააკაშვილმა საქართველო, რომელსაც დასავლეთის მხარდაჭერა აქვს, გადააქცია ისეთ ავტორიტარულ სახელმწიფოდ, როგორიც ქვეყნის მტერი რუსეთია.

„ფაქტობრივად, აქ არის ავტორიტარული მმართველობა. ნუთუ აქ არსებული სიტუაცია უკეთესია, ვიდრე რუსეთში ან ბელორუსში?!", - აღნიშნავს ივანიშვილი.

ამასთან, „ქართული ოცნების" ლიდერი დარწმუნებულია, რომ მისი კოალიცია ოქტომბრის არჩევნებზე სააკაშვილის მმართველობას დაამარცხებს. მისივე თქმით, ის მზად არის დაიწყოს მასობრივი გამოსვლები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე სერიოზულ დარღვევებს აღმოაჩენენ.

„ჩვენ შეგვიძლია ქუჩაში მილიონი ადამიანი გამოვიყვანოთ. ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად და არ დავუშვებთ კონფრონტაციას", - აცხადებს ივანიშვილი.

როგორც „ფრანს პრესი" წერს, ივანიშვილი სააკაშვილს რუსეთთან ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს.

„არ მინდა გავაკრიტიკო პუტინი, რადგან არ მინდა დავემსგავსო სააკაშვილს და ვაკრიტიკო დიდი ქვეყანა. ჩვენ გვექნება საუბარი რუსეთთან და მოვახდენთ ურთიერთობის ნორმალიზებას და არ მინდა ამის ხელშეშლა. როგორ უნდა ვაკრიტიკო პუტინი, როდესაც გვყავს სააკაშვილი" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ის სააკაშვილს ეხმარებოდა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, თუმცა, 2007 წლის 7 ნოემბერს ანტისამთავრობო დემონსტრაციის ძალადობრივი გზით დარბევის გამო დახმარება შეწყვიტა.

"ძალიან გავბრაზდი ამის გამო. მე ყოველ წუთში ვურეკავდი მას. ის მამაძაღლია, რადგან მომატყუა, თითქოს ჩემი რჩევის გათვალისწინებით გადადგა, თუმცა, სინამდვილეში, ამერიკის ზეწოლის გამო გააკეთა ეს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, სააკაშვილი აშენებს მისი ფულით, უგემოვნოდ და საკუთარ თავს აღმაშენებელს უწოდებს.

„ის პროფესიონალი მატყუარაა" - ამბობს ივანიშვილი.

რაც შეეხება მის პოლიტიკურ გეგმებს, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას არ გააჩნია გრძელვადიანი პოლიტიკური ამბიციები და პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან ორი წლის შემდეგ პოლიტიკიდან წავა, მთავრობას კი - საკუთარ გუნდს ჩააბარებს.

გვერდი „ქართული ოცნება“ იქვე განამრტავს, რომ „ფრანს პრესისთვის" მიცემული ინტერვიუს ფრანგულენოვან ვერსიაში სააკაშვილთან მიმართებაში სიტყვა „მამაძაღლი" ნახსენები არ არის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა