logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კუჭავა: დიდი ბრიტანეთისგან ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს
კახა კუჭავა: დიდი ბრიტანეთისგან ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს
18:46 24.09.2020
„ჩვენ კოლეგებთან ერთად ვისაუბრეთ იმ სხვადასხვა საკითხზე, რომლის გარშემოც ჩვენი ქვეყნები თანამშრომლობენ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ეს არის ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ამ მიმართულებით ჩვენ დიდი ბრიტანეთისგან გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმატებში, როგორც ფინანსური ისე ტექნიკური, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის, მათ შორის, კიბერ-უსაფრთხოების მიმართულება“,-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კახა კუჭავას განცხადებით, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მეშვიდე რაუნდი საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაიმართა როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე და დიალოგში ჩართული იყო როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო ხშირი იყოს მსგავსი კომუნიკაცია და საპარლამენტო და სამთავრობო დონეზე დაიგეგმოს შემდეგი ნაბიჯები რათა კიდევ მეტად გაძლიერდეს არსებული ურთიერთობები.

„არის ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო. ამ მხრივაც ჩვენ ვიცით რომ ძალიან დიდია დიდი ბრიტანეთის დახმარება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბრეგსითი საბოლოოდ განხორციელდა, გაფორმდა და ჩვენ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვართ, ვინც მოვაწერეთ ხელი დიდ ბრიტანეთთან პოსტ-ბრეგსით თანამშრომლობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო ხშირი იყოს ასეთი კომუნიკაცია და საპარლამენტო და სამთავრობო დონეზე დაიგეგმოს შემდეგი ნაბიჯები როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენ ეს ურთიერთობები. ჩვენი ელჩი დიდ ბრიტანეთში, სოფიო ქაცარავა გახლავთ ის ადამიანი, ვისაც ძალიან კარგად ესმის იმ ურთიერთობების მნიშვნელობა, რომელიც პარლამენტებს შორის არსებობდა და კიდევ უნდა გაძლიერდეს. ასევე ახალ ელჩს დიდი ბრიტანეთის საქართველოში, რომელთანაც უკვე მქონდა შეხვედრა, ძალიან საინტერესო გეგმები აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ საერთაშორისო თანამშრომლობებს“,-განაცხადა კახა კუჭავამ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა