logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
იოსებ ხახალეიშვილი: ჩემთვის მნიშვნელოვანია, ნებისმიერი საკითხი მოქალაქეების ჩართულობით უმოკლეს ვადაში გადაწყდეს
იოსებ ხახალეიშვილი: ჩემთვის მნიშვნელოვანია, ნებისმიერი საკითხი მოქალაქეების ჩართულობით უმოკლეს ვადაში გადაწყდეს
15:57 24.09.2020
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო, არჩევის შემთხვევაში განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა და სხვადასხვა საკითხებზე მათ პოზიციები მოისმინა.

დღევანდელ შეხვედრაზე ქუთაისის მერობის კანდიდატმა რამდენიმე პროექტის შესახებაც ისაუბრა, რომელიც უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე განხორციელდა, მათ შორის: რამდენიმე ქუჩის, სკვერის, სანიაღვრე არხების, შიდა გზების, საყრდენი კედლების, ეზოების და სადარბაზოების რეაბილიტაცია.

როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, მისთვის პრიორიტეტულია მოქალაქეების დასაქმება, სოციალური პირობების გაუმჯობესება, ასევე, მომავალი თაობისთვის გასართობი და გამაჯანსაღებელი ცენტრების შექმნა.

"საინტერესო შეხვედრა გაიმართა უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივებთან, რომლებმაც საკუთარი მოსაზრებები გაგვაცნეს, ისაუბრეს ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვარებადია, მერად არჩევის შემთხვევაში, მოქალაქეების მიერ დასახელებული პრობლემების მოგვარება პირველი რიგის საკითხი იქნება და რა თქმა უნდა, დაპირებად არ დარჩება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, პირადად მოვისმინო ყველაფერი, რაც აწუხებს ადგილობრივებს და მათი აზრის გათვალისწინებით უმოკლეს ვადაში მოხდეს საკითხის მოგვარება", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე ქუთაისის მერობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ კიდევ ერთი პრიორიტეტული საკითხი, რომელსაც დიდ ყურადღებას დაუთმობს, დევნილი მოქალაქეების თემაა.

იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში დევნილი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ქუთაისში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კიდევ არაერთი პროექტია დაგეგმილი, რომელიც აუცილებლად განხორციელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა