logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილზე: ეს ადამიანი არის აგონიაში მყოფი ბოროტი წარსული
მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილზე: ეს ადამიანი არის აგონიაში მყოფი ბოროტი წარსული
11:15 23.09.2020
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი მკვეთრი განცხადებებით ცდილობს მოიპოვოს ნდობა, მაგრამ იგი განწირულია და ქვეყანაში სულ ცოტა ადამიანი რჩება ვისაც კიდევ სჯერა მისი ტყუილების.

„ამ ქვეყანაში თუ კი ვინმე დარჩა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, ალბათ რეალურად აფასებს სიტუაციას ყველა და ყველა ხვდება, რომ ეს ადამიანი არის წარსული, ბოროტი წარსული, აგონიაში მყოფი, რაღაც პოლიტიკური სუბიექტების ლიდერი, რომელსაც ისღა დარჩენია, რომ ვითომ მკვეთრი განცხადებებით მოიპოვოს მხარდაჭერა, მაგრამ განწირულია და მისი „მესიჯ ბოქსით“ წარმოუდგენელია ამ ქვეყანაში დარჩეს ბევრი ადამიანი, ვისაც კიდევ სჯერა მისი ტყუილების და მისი განწირული რიტორიკის.

სუბიექტურად მისი განცხადებები შეიძლება „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამდეს წყალს, მაგრამ ასეთი ოპოზიცია, ის და მისი კლასტერი, წარმოუდგენელია, რომ ქვეყნის წისქვილზე ასხამდეს წყალს.

ერთი გაგებით ასეთი სუსტი ოპონენტი შეიძლება პარტიისთვის იყოს კარგი, მაგრამ ასეთი ცუდი ოპონენტი და ასეთი ცუდი ოპოზიცია თავისი ლიდერით ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. ამიტომ ქართველ ხალხს ახლა უნიკალური შესაძლებლობა აქვს, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებზე ჩამოაშოროს საერთოდ პოლიტიკისგან და ის სივრცე რაც დარჩება, რადიკალური ოპოზიციის ის ნიშა თუნდაც საქმეზე მოლაპარაკე ხალხმა აიღოს და უკვე ოპონირება გაგვიწიონ 2020-დან 2024-მდე იმგვარად, რომ მათ ჰქონდეთ წარმატების შანსი. წარსულის პარტიას არანაირი შანსი აღარ აქვთ საამისოდ და იქნებ საგნობრივად მოლაპარაკე გახდეს ჩვენი ოპონენტი, რაც სასიამოვნო იქნება როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ჩვენთვისაც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა