logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ საკუთარი და სხვათა ჯანმრთელობა
დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ საკუთარი და სხვათა ჯანმრთელობა
23:20 22.09.2020
„ჩვენ ისევ გვიწევს გაუარესებულ სიტუაციაში ცხოვრება. კვლავაც პანდემიის რეჟიმში ვართ“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრო ხუნდაძემ ტვ „იმედის“ ეთერში.

მისი ინფორმაციით, მსოფლიოში თანდათან იძაბება მდგომარეობა.

„ჩვენს სამეზობლოშიც საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაა, განსაკუთრებით რუსეთში. ჩვენთანაც განსხვავაბულია ინფიცირებულთა რაოდენობა, ვიდრე აქამდე იყო. საკმაოდ წარმატებულად გავიარეთ საწყისი ფაზები, მწვანე ზონაში დავრჩით და ახლა, ამ მონაცემებით, თუ არ გავითვალისწინებთ აჭარას, ვართ ისევ მწვანე ზონაში. საპანიკო არაფერია, თუმცა საყურადღებო ნამდვილად არის. ჩვენ კიდევ უფრო მაღალ ხარისხში მოგვიწევს იმ რეკომენდაციების შესრულება, რა რეკომენდაციებსაც იძლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ადგილობრივი საკოორდინაციო საბჭო შესაბამის უწყებებთან ერთად. ამ პროცესის მართვა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის მხოლოდ სწორი და დროული რეკომენდაციების გაცემა არ არის საკმარისი, არამედ საზოგადოების დამოკიდებულებაა უმნიშვნელოვანესი. აჭარაში მდგომარეობა გაუარესდა სწორედ იმიტომ, რომ რეკომენდაციები არ იქნა შესრულებული. ეს განაპირობა მობილობამ. შიდა მიგრაცია ზღვისპირეთში იყო მაღალი. ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, ჩვენ არაფერს ვამბობთ ახალს. გლობალურად, ყველა სახელმწიფო ემზადებოდა შესაძლო მეორე ტალღისთვის და ვემზადებოდით ჩვენც“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, დღესაც საქართველოს მდგომარეობა ქვეყნებს შორის პოზიტიურად გამოიყურება.

„ჩვენ მოვიგეთ დრო და დღეს ჯანდაცვის სისტემა და ყველა უწყების მზაობა უფრო მაღალია. ამასთან დღეს უკვე დიდი გამოცდილება აქვს როგორც მთელ მსოფლიოს, ასევე ჩვენც“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. დეპუტატს მიაჩნია, რომ ამან არ უნდა გაათამამოს საზოგადოება. „ამ ვირუსს აქვს თავისი მახასიათებელი, რაც უკვე შესამჩნევია. იქ, სადაც მოსალოდნელ ხიფათს არ ითვალისწინებენ, ზიანი უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ხოლო სადაც რეკომენდაციები არის დროული და გათვალისწინებული, იქ ზიანი არის მინიმალური. ჩვენ ვიცით უკვე, როგორ მოვიქცეთ: მკაცრად უნდა დავიცვათ ფიზიკური დისტანცირება, ნიღაბი უნდა იყოს ყოველდღიური ატრიბუტი, რადგან დადგენილია, რომ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობის დასაცავად“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს პირდაპირი მოქმედების პრეპარატი და არც ვაქცინა, ამიტომ ვირუსის არსებობის პირობებში თუკი რეკომენდაციებს არ გავითვალისწინებთ, რისკები გაიზრდება.

„საქართველოს აქვს თავისი გამორჩეული, მახასიათებელი რისკები. მოსახლეობის ხანდაზმულთა სეგმენტი არის საკმაოდ დიდი, 20%-ზე მეტი. ეს არის რისკჯგუფი. ასევე გასათვალისწინებელია იმ ადამიანების ჯანმრთელბის მდგომარეობა, ვისაც თანმხლები დაავადებები აქვს ჭარბად. ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ საკუთარი და სხვათა ჯანმრთელობა. გვაქვს კიდევ ერთი ვალდებულება - დავიცვათ მშობლების თაობა, რამეთუ ისინი რისკფაქტორს წარმოადგენენ. ამიტომ ყოველთვის გვახსოვდეს - თუ წესებს ვარღვევთ, ეს სახიფათოა ჩვენთვის, მაგრამ ასევე სახიფათოა ჩვენი ოჯახის წევრებისა და სხვათათვის. აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა და სადეზინფენქციო სითხეების გამოყენება. ჩემი აზრით, ნიღაბი უნდა გამოვიყენოთ არა მარტო დახურულ სივრცეებში, როგორც რეკომენდაციებშია, არამედ ღია სივრცეებშიც, სადაც არის მაღალი სიმჭიდროვე“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა