logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: „ქართულმა ოცნებამ“ყველაზე უკეთ შეძლო ადამიანის ჯანმრთელობის, მისი თავისუფლების დაცვა და ღირსების პატივისცემა
არჩილ თალაკვაძე: „ქართულმა ოცნებამ“ყველაზე უკეთ შეძლო ადამიანის ჯანმრთელობის, მისი თავისუფლების დაცვა და ღირსების პატივისცემა
15:54 21.09.2020
„ჩვენ გვაქვს სამომავლო ხედვა და მიზნები, რომელიც ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, უკეთეს მომავალს უკავშირდება - ჩვენი ამოცანაა, განათლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმით, განათლების სექტორის დაფინანსების ზრდით, შევძლოთ ახალი თაობისთვის უკეთესი განათლების უზრუნველყოფა, შევქმნათ უფრო ძლიერი ეკონომიკა, უფრო ძლიერი სახელმწიფო და მეტი კეთილდღეობა თქვენს სახლებში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჭიათურაში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პაატა კვიჟინაძე წარუდგინა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ახლოვდება მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების ბედს გადაწყვეტს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ყოველთვის ჰქონდა მომავლის ხედვა, მიზნები და გეგმა, თუ როგორ უნდა გაეკეთებინა საქმე.

„გახსოვთ ყველას, რომ 2012 წლის გამარჯვების შემდეგ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ადამიანის უფლებების აღდგენა და დაცვა, ღირსების პატივისცემა და ადამიანისთვის ყველაზე მთავარის - ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა. ჩვენ ერთად შევძელით, რომ 2012 წლის შემდეგ გავატარეთ მნიშვნელოვანი რეფორმები ამ კუთხით, დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თქვენი მხარდაჭერით, ყველაზე უკეთ შეძლო ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, მისი უფლებების დაცვა და ღირსების პატივისცემა. 2012 წლიდან 4 წლის შემდეგ, 2016 წლის არჩევნებში ჩვენ დაგპირდით, რომ მეტ ყურადღებას მივაქცევდით ეკონომიკას, ინფრასტრუქტურას და დღეს მთელს ქვეყანაში ვხედავთ რამდენი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა - გზები, სკოლები, ამბულატორიები, ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლაც გვაქვს ხედვა, მიზნები და გვყავს გამოცდილი გუნდი, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მხარდაჭერა დაუდასტურა და მისი უპირატესობების შესახებ ისაუბრა. მან მაჟორიტარ დეპუტატ სულხან მახათაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, გამოვხატო ძლიერი მხარდაჭერა მაჟორიტარობის კანდიდატის, ბატონი პაატა კვიჟინაძის მიმართ. ჩვენ 4 წლის განმავლობაში ვიმუშავეთ ერთად პარლამენტში, ის არის ძალიან კომპეტენტური ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს საპარლამენტო პროცესს, მას აქვს ძალიან ზუსტი წარმოდგენა ბიუჯეტის ფორმირებაზე და ის არის ჩვენი ქვეყნის საჯარო ბიუჯეტის, საჯარო რესურსების ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი. მას აქვს კარგი კონტაქტები როგორც მთავრობასთან, ასევე, მხარდაჭერა პარლამენტის შიგნით და ვფიქრობ, ის ყველაზე უკეთ შეძლებს თქვენი ინტერესების და თქვენთვის საჭირო საკითხების მიტანას ხელისუფლებასთან. მინდა, წარმატებები გისურვოთ, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ქვეყანას და აქვე, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, ჩვენს მეგობარს, ბატონ სულხან მახათაძეს, რომელიც ნამდვილად კარგი პარლამენტარი და კარგი მოქალაქეა ჩვენი ქვეყნის. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც, ის ჩვენს გუნდში და ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში ღირსეულ ადგილს დაიკავებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა