logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: არსებობს გამოწვევები და საჭიროა 24 საათიანი მუშაობა მათ დასაძლევად
კახა კალაძე: არსებობს გამოწვევები და საჭიროა 24 საათიანი მუშაობა მათ დასაძლევად
14:55 21.09.2020
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჭიათურაში, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძის წარდგენაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მოხარული ვარ, რომ დღეს მშრომელი ადამიანებით დასახლებულ ამ გამორჩეულ ქალაქში ვიმყოფები.

აღსანიშნავია, რომ არაერთი წარმატებისა თუ სირთულის მიუხედავად, ჩვენ მუდმივად ვგრძნობდით და ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას და გვერდით დგომას, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც ერთად დგომითა და ბრძოლით, ქვეყანაში მშვიდობა და თავისუფლება დავაბრუნეთ და სახელმწიფო საკუთარი მოქალაქის სამსახურში ჩავაყენეთ.

მოგეხსენებათ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და 2012 წლიდან, მხარეში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

გასული წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელისუფლების მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების მოცულობა. იზრდება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი.

მასშტაბური პროექტების პარალელურად, დიდი ყურადღება ექცევა რეგიონში როგორც ბუნებრივი რესურსებით სარგებლობას და გარემოს დაცვას, ისე, სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარებას. სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით არაერთმა თქვენგანმა ისარგებლა და მომავალშიც, ერთად უნდა შევძლოთ, რომ ეს სიკეთე თითოეულმა საკუთარი ოჯახის კეთილდღეობის გაზრდის ხარჯზე იგრძნოს.

მიუხედავად ამისა, ბუნებრივია, მიღწეული წარმატებით არც თქვენ და არც ჩვენ ვკმაყოფილდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ ერთად, ხელისუფლებისა და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით, შევძლებთ, რომ ეს მხარე და აქ მცხოვრები ადამიანები ბევრად უკეთ და უფრო შეძლებულად ცხოვრობდნენ.

რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები და საჭიროა 24 საათიანი მუშაობა მათ დასაძლევად. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად შევძლებთ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჭიათურას და აქ მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ.

მინდა, წარმატებები და გამარჯვებები გისურვოთ!

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა