logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: საქართველოს საფირმო ნიშანი წარმატება უნდა გახდეს
მამუკა მდინარაძე: საქართველოს საფირმო ნიშანი წარმატება უნდა გახდეს
14:21 21.09.2020
„ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ნომერ პირველ პრიორიტეტად აირჩია „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და ეს საამაყოა. ამაყი ხარ, როცა იცი, რომ შენმა გუნდმა მინიმუმ ერთი პროგრამის გამო, ც ჰეპატიტის პროგრამის მეშვეობით, 50 ათასამდე ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ ბაღდათში ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროგრამებზე საუბრისას მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მართლაც საამაყოა, რომ 7 მილიონამდე შემთხვევა დაფინანსდა, როდესაც ჯანდაცვის სფეროდან მიდიოდა დახმარება კონკრეტული ადამიანების მიმართ, ანუ ერთმა ადამიანმა ბევრჯერ ისარგებლა დახმარებით.

მისივე თქმით, არ არსებობს სფერო, სადაც მსგავსი პოზიტიური ციფრები არ იყოს.

„როდესაც სიღარიბეზე გველაპარაკებიან ხოლმე, ზუსტად ვიცით, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაცეებზე გვეტრაბახებიან, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წლამდე ოთხი პროცენტით შეუმცირებიათ სიღარიბე. ჩვენ შევძელით და ათ პროცენტზე მეტით შევამცირეთ, რაზეც არავინ გვეკამათება, მაგრამ ეს ათი პროცენტით შემცირებულიც იმას ნიშნავს, რომ 700 ათასზე მეტი მოქალაქე ისევ გაჭირვებაშია. ჩვენ ისეთი დინამიკა, ინერცია, ისეთი სტარტი გვაქვს აღებული, რომ გაგრძელება ბუნებრივია იქნება, კიდევ უფრო მეტი პოზიტივი, კიდევ უფრო მეტად საამაყო შედეგები და დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენ ყველა ერთად გავაკეთებთ. ერთად მოვახერხებთ იმიტომ, რომ რეალური დამოკიდებულება, რაციონალური დამოკიდებულება, დეოკუპაციის გზაზე სიარული მშვიდად, წყნარად, განვითარებით და მშვიდობით, ევროპული ოჯახის წევრობა - ეს არის სწორი მიმართულება. ამ დროს უფრო თამამად დგახარ შენი მოქალაქეების წინაშე და ეუბნები, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ წარმატებას.

წარმატება უნდა იყოს ჩვენი საფირმო ნიშანი და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ არა მხოლოდ პარტიულად, არამედ უნდა გაიმარჯვოს ქვეყანამ. ამის პოტენციალი გვაქვს და ამაში, დარწმუნებული ვარ, რომ ბაღდათი განსაკუთრებულ როლს შეასრულებს. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა