logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: „ქართული ოცნების“ გუნდი მზად არის, ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს
კახა კალაძე: „ქართული ოცნების“ გუნდი მზად არის, ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს
14:15 21.09.2020
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბაღდათში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, „ქართული ოცნების“ გუნდი მაჟორიტარობის კანდიდატს წარგმოგიდგენთ, ადამიანს, რომელიც საქართველოს პარლამენტში თქვენი წარმომადგენელი, თქვენი ხმა იქნება და ყველა იმ გამოწვევას უპასუხებს, რაც ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში.

მომავალი საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთი გადამწყვეტი დღეა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ, ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ უარი ბნელ წარსულსა და ძალადობას და ავირჩიოთ ნათელი მომავალი, ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული, მზრუნველი და ეფექტური გუნდი.

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია. „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ქვეყნის განვითარების რეალური ხედვა და ამ ხედვის განხორციელების უნარი და შესაძლებლობები გააჩნია.

წლების განმავლობაში, უამრავი პროექტი განხორციელდა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეგიონების განვითარებასა და გაძლიერებას, მუდმივად მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები და რაც მთავარია, სახელმწიფო გვერდში უდგას მოქალაქეს, რათა ეკონომიკური თუ ტურისტული პოტენციალის ათვისების კუთხით, რაც შეიძლება მეტი პროექტი განხორციელდეს, გაჩნდეს დამატებითი სამუშაო ადგილები და მოქალაქეების შემოსავალმა და კეთილდღეობამ მოიმატოს.

ჩვენი ქვეყნის წინაშე ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა. მათ შორის უმთავრესია ოკუპაცია და არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რომელიც ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს აწუხებს. ჩვენი ვალია, ეს პრობლემები მშვიდობიანად, გონივრულად, განათლებითა და ყოველდღიური შრომით გადავჭრათ.

„ქართული ოცნების“ გუნდი მზად არის, ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს და ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ყველა პრობლემა თქვენთან ერთად, თქვენი აქტიური ჩართულობით მოაგვაროს.

დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს, როდესაც გაიმართება საპარლამენტო არჩევნები ჩვენ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას და გავაკეთებთ სწორ არჩევას.

დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თქვენი მხარდაჭერითა და თქვენი თანადგომით ჩვენ შევძლებთ პირველივე ტურში წარმატების მიღწევას. ჩვენ, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობით უნდა შევქმნათ ძალიან ბევრი წარმატების ისტორია იმისთვის, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი რეგიონები, ქალაქები, სოფლად მცხოვრები ადამიანები.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა