logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ქართველ ხალხთან ერთად ძალადობრივი რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოაშორა და ქვეყნის დემოკრატიული, მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება დაიწყო
კახა კალაძე: „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ქართველ ხალხთან ერთად ძალადობრივი რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოაშორა და ქვეყნის დემოკრატიული, მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება დაიწყო
14:05 21.09.2020
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ზესტაფონში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ ვიმყოფებით ზესტაფონში, ერთ-ერთ ყველაზე ინდუსტრიულ ქალაქში, სადაც მშრომელი და პატრიოტი ადამიანები ყოველდღიური საქმიანობით აძლიერებენ ჩვენი ქვეყანის ეკონომიკას.

2012 წელს, „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ქართველ ხალხთან ერთად ძალადობრივი რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოაშორა და ქვეყნის დემოკრატიული, მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება დაიწყო. ადამიანი მთავარი ღირებულება გახდა ხოლო მისი უფლებების დაცვის სტანდარტი ყველაზე განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნების დონეზე ავიდა. ბევრ სფეროში ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელია არსებული ვითარება, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“, მაგალითისთვის შრომითი უფლებები კარდინალურად გააუმჯობესა, აღადგინა წინა ხელისუფლების პირობებში გაუქმებული ინსტიტუტები, კანონმდებლობა და ზოგადად ევროპული სტანდარტების მიმართულება გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.

ჩვენ, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ და ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიული პროცესის მსგავსად განვავითაროთ, საბოლოოდ კი ერთიან ევროპულ ოჯახში, ძლიერი ეკონომიკითა და უნიკალური ქართული კულტურით დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი.

არ დავიწყებ იმის მოყოლას, ბოლო წლების განმავლობაში თუ რამდენი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, როგორ გაუმჯობესდა ინფრასტრუიქტურა, სოფლებში მისასვლელი გზა, რა პროგრამები განხორციელდა ჯანდაცვაში, განათლებაში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ეკონომიკის სამინისტროს მხარდამჭერი პროგრამები იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ჩვენი ერთიანი ძალისხმევა, რომ შევძლოთ მომდევნო წლების განმავლობაში ამ პრობლემების მოგვარება.

მჯერა, თქვენი მხარდაჭერითა და თანამდგომით, ჩვენი ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად შევძლებთ 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. ეს არ იქნება მხოლოდ ზესტაფონის გამარჯვება, ეს არ იქნება მხოლოდ ამ რეგიონის გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და წარმატება.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა