logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც ქვეყნის განვითარების მკაფიო ხედვა და არსებული გამოწვევების გადაჭრის რესურსი და უნარი გააჩნია
კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც ქვეყნის განვითარების მკაფიო ხედვა და არსებული გამოწვევების გადაჭრის რესურსი და უნარი გააჩნია
21:34 20.09.2020
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თერჯოლაში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის და მერობის კანდიდატის ლაშა გოგიაშვილის წარდგენაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ძალიან მიხარია, რომ დღეს, თერჯოლელების, ერთგული თანამებრძოლების წინაშე ვიმყოფები, ადამიანების, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, თავიანთი აქტიური ჩართულობით ქვეყნის ბედი გადაწყვიტონ.

ასე იყო 2012 წელს, როდესაც ქვეყანაში გამეფებული იყო ტერორი და ძალადობა, როდესაც ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე, პირადი კომფორტი გვერდზე გადადეს და ქვეყნის გათავისუფლების საქმეში ჩაერთნენ, საბოლოოდ კი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მტრული ძალა ერთად ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ეს მოვახერხეთ მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით, როგორც ყველა განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაში ხდება. ასე არის დღესაც, როდესაც ქვეყანა მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზას ადგას, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გამოწვევა და ჯერ კიდევ სამწუხაროდ არიან ძალები, რომლებსაც სურთ, რომ ქვეყანა ბნელ წარსულში, ძალადობაში დააბრუნონ.

„ქართული ოცნების“ ერთიანი გუნდი, არსებულ პოლიტიკურ სივრცეში ერთადერთი ძალაა, რომელსაც ქვეყნის განვითარების მკაფიო ხედვა და არსებული გამოწვევების გადაჭრის რეალური რესურსი და უნარი გააჩნია.

ეს კარგად გამოჩნდა კორონავირუსის პირობებში, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის დროსაც, როდესაც საქართველომ ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებზე უფრო წარმატებით მოახერხა ვირუსის პირველი ტალღასთან გამკლავება და მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა.

ამასთან ერთად, ხელისუფლებამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის ფარგლებშიც დაეხმარა როგორც ეკონომიკურ სუბიექტებს, ასევე რიგით მოქალაქეებსა და განსაკუთრებით იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებსაც კრიზისის პირობებში სახელმწიფოს თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

მე აქ არ დავიწყებ წინა წლებში განხორციელებული პროექტებისა თუ წარმატებული პროგრამების ჩამოთვლას, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, აბსოლუტურად ყველა სფეროში გვაქვს პროგრესი და წინ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც თითოეულ ოჯახზე უნდა აისახოს და თითოეულმა ოჯახმა საკუთარ თავზე უნდა იგრძნოს.

მომდევნო წლებში, ჩვენი მიზანი სწორედ ეს იქნება, რომ ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემები, არსებული გამოწევევები დავძლიოთ და თითოეული ოჯახი უფრო მეტად გავაძლიეროთ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა, იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობით, ერთიანი ძალიხმევით, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!" - განაცხადა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა