logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს საქართველო, რუსეთი ცდილობს მეტად შეუშალოს მას ხელი
არჩილ თალაკვაძე: რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს საქართველო, რუსეთი ცდილობს მეტად შეუშალოს მას ხელი
23:35 19.09.2020
„რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება არის შესაძლებელი მას შემდეგ, რაც მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთის ჯარისკაცები, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ორ რეგიონში, დატოვებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება უკვე საუბარი ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაციაზე“,-ამის შესახებ საქართველოს აპრლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან არც ერთი მნიშნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესასრულებლად. მისივე თქმით, რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს ჩვენი ქვეყანა, რუსეთი ცდილობს მით მეტად შეუშალოს ხელი ამ წარმატებებს, მათ შორის, დეზინფორმაციით. არჩილ თალაკვაძის თქმითვე, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.

„რაც შეეხება დღეისათვის არსებულ ფორმატებს, ეს არის ჟენევის ფორმატი, საერთაშორისო ფორმატები, სადაც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა - ვხედავთ, რომ არც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პუნქტებთან დაკავშირებით, არც სხვა საკითხებზე რუსეთის მხრიდან არ ყოფილა არც ერთი მნიშნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, შესაბამისად, მხოლოდ განცხადებები ვერ ცვლის იმ მძიმე ფონს, რაც სამწუხაროდ ორივე ოკუპირებულ რეგიონში გვაქვს - ეს არის ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები, ის ინციდენტები და პროვოკაციები, რასაც რეგულარულად აქვს ადგილი.

რაც შეეხება რუსეთის შესაძლო ინტერესებს საქართველოში, რა თქმა უნდა, ახალი არ არის, რომ რუსეთი ცდილობს ხელი შეუშალოს ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას - რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს ჩვენი ქვეყანა, მით მეტად ცდილობს შეუშალოს ხელი ამ წარმატებას. ამას აკეთებს დეზინფორმაციით, მასთან დაკავშირებული ჯგუფების გააქტიურებით, მათ შორის პოლიტიკაში. ხელისუფლება და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც აქვს მკაფიოდ განსაზღვრული პროდასავლური პოლიტიკა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. ჩვენი საზოგადოების გადაწყვეტილებაზე დეზინფორმაცია ვერ მოახდენს გავლენას“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა