logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: განვითარება და ადამიანზე ზრუნვა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ამოსავალი წერტილია
კახა კალაძე: განვითარება და ადამიანზე ზრუნვა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ამოსავალი წერტილია
23:19 19.09.2020
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ წყალტუბოში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენს წინაშე, საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული, მშრომელი მომავლის იმედით აღსავსე ხალხის წინაშე წარდგომა. შეუძლებელია არ აღფრთოვანდე უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტით, გამორჩეული ბუნებით, იმ უდიდესი პოტენციალით, რომელიც ამ ულამაზეს ქალაქს წყალტუბოს გააჩნია.

შეუძლებელია მომავლის უდიდესი იმედი არ გაგიჩინოს ამ ქალაქში მიმდინარე სამუშაოებმა, რომელიც წყალტუბოს, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში კვლავაც ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტად, ტურისტულ ცენტრად აქცევს და მთლიანად მუნიციპალიტეტს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ამის გარანტი, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, უანგარო ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა.

წყალტუბოს აღმშენებლობა ათობით ათას სამუშაო ადგილს შექმნის, წყალტუბოს კი ასობით ათასი ტურისტის მიღება შეეძლება, რაც განვითარებულ ტურიზმს, ეკონომიკას, მეტი სიმდიდრის გაჩენას ნიშნავს. აუცილებელია ითქვას, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტი თავისი მასშტაბებით, იმდენად გამორჩეულია, რომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, მთელი იმერეთის რეგიონზე მოახდენს უდიდეს პოზიტიურ გავლენას.

განვითარება და ადამიანზე ზრუნვა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ამოსავალი წერტილია, რასაც ყველაზე უკეთ, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ხედავს. მარტივად შესამჩნევია, რომ 2012 წლის შემდეგ, უძრაობიდან, ქვეყანა და მათ შორის წყალტუბო მნიშვნელოვნად განვითარდა. იმ აღმშენებლობასთან ერთად, რომელიც მუნიციპალიტეტში ახლა მიმდინარეობს, განვლილი 8 წლის განმავლობაში, მსხვილი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და სოციალური პროექტები თუ პროგრამები განხორციელდა, რამაც მოსახლეობას მცირე ბიზნესის კეთების გამარტივებული შესაძლებლობა, დამატებითი სამუშაო ადგილები და მეტი კეთილდღეობა შეუქმნა.

კარგად გვესმის, რომ წარმატებების კვალდაკვალ, ჩვენს წინაშე კვლავაც უამრავი გამოწვევაა, არსებობს პრობლემები, რომლებიც ერთად, აქტიური თანამშრომლობით უნდა დავძლიოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერში თითოეული თქვენგანის როლი, მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული ადამიანის როლის არის მნიშვნელოვანი.

მინდა, ყველას წარმატებები გისურვოთ და დარწმუნებული ვარ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, აუცილებლად გავიმარჯვებთ! გავიმარჯვებთ ერთიანი ძალისხმევით, ერთმანეთის მხარდამხარ და ეს არი იქნება მხოლოდ პარტიული გამარჯვება, ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი კანდიდატის გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება!

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა