logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: დამერწმუნეთ, წინსვლის პარალელურად, ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს
კახა კალაძე: დამერწმუნეთ, წინსვლის პარალელურად, ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს
22:53 19.09.2020
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ხონში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა მაქვს ამ ისტორიულ ადგილზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, საუკუნეების მანძილზე, საკმაოდ დიდი როლი ჰქონდა.

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ადრეულ ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდნენ ადამიანები, რაც საქართველოს უდიდესი წარსულის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან ხონი საეპისკოპოსო ცენტრად იქცა, რაც მის უდიდეს მნიშვნელობაზე, კულტურულ, ისტორიულ და რელიგიურ ღირებულებაზე მეტყველებს.

ყველაზე კარგად აქ შეკრებილმა ადამიანებმა იციან, თუ რა ხდებოდა ხონში 2012 წლამდე. მუნიციპალიტეტი, ფაქტობრივად, ჭაობში იყო ჩაფლული, შეფერხებული იყო განვითარება, ქალაქში შექმნილი დოვლათი კი ერთეული ადამიანების კეთილდღეობას ხმარდებოდა. ამის საპირისპიროდ, ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, მდგომარეობა ყველა მიმართულებით არსებითად გაუმჯობესდა. ხალხის ხარჯზე სარგებლის მიღების ნაცვლად, დღეს ხელისუფლება საზოგადოებაზე, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს.

კონკრეტულად ხონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებზე, რეგიონის სპეციფიკაზე მორგებული უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისკენ მიმართული პროგრამები მოქმედებს, რაც სახელმწიფოსა და მოქალაქეების თანამშრომლობის უნიკალურ მაგალითებს ქმნის და საბოლოოდ კეთილდღეობის ზრდისკენ, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისა და მეტი განვითარებისკენ არის მიმართული.

რა თქმა უნდა, ამაზე არ უნდა შევჩერდეთ და მომდევნო წლების განმავლობაში კვლავ გაგრძელდება რეგიონების, მუნიციპალიტეტების, სოფლების განვითარების ხელშეწყობა. ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა მომავალში განათლებას, კულტურის განვითარებას, რადგან ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი, ძალიან მაგარი მომავალი თაობები და ახალგაზრდები.

დამერწმუნეთ, წინსვლის პარალელურად, ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მიღწეული საკმარისი არ არის. ზუსტად ვიცით, რომ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და ისიც ვიცით, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები, როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა