logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: დღეს სახელმწიფო არის სამართლიანი თავის მოქალაქეებთან ურთიერთობაში და არჩევნებსაც ზუსტად ასე ვატარებთ
არჩილ თალაკვაძე: დღეს სახელმწიფო არის სამართლიანი თავის მოქალაქეებთან ურთიერთობაში და არჩევნებსაც ზუსტად ასე ვატარებთ
22:53 19.09.2020
"თქვენი მხარდაჭერით ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევძელით ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება და ახლა გვაქვს გამოცდილება, გვყავს ძლიერი განახლებული გუნდი, ძლიერი ლიდერებით და ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენი მხარდაჭერით მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხონში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.

არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიღწეულ პროგრესზე, განხორციელებულ რეფორმებსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველომ ყველაზე უკეთ შეძლო მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ჩვენ შევძელით ბიზნესის თავისუფლების დაცვა. დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და საკუთრება არის დაცული. ჩვენ შევძელით ყველაზე უკეთ ზრუნვა ადამიანის ჯანმრთელობაზე და მისი უფლებების დაცვაზე. მნიშნელოვანია, რომ დღეს სახელმწიფო არის სამართლიანი თავის მოქალაქეებთან ურთიერთობაში და არჩევნებსაც ზუსტად ასე ვატარებთ.

ჩვენ ჩავატარეთ დემოკრატიული რეფორმები იმისთვის, რომ თქვენი კონტროლი ხელისუფლებაზე და თქვენი კონტროლი მმართველობაზე გაიზარდოს და თქვენი ჩართულობა სახელმწიფო მართვის პროცესში იყოს კიდევ უფრო ეფექტური. იქნება ეს ბიუჯეტის დაგეგმვა, კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები თუ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც იღებს პარლამენტი.

სწორედ ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ წელს ვატარებთ უპრეცედენტოდ დემოკრატიულ არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით, რომელიც კიდევ უფრო უკეთ გამოხატავს თქვენს ნებას და თქვენს გადაწყვეტილებას, რომელიც აისახება საქართველოს პარლამენტში და პარტიების საქმიანობაში.

ჩვენ გვაქვს საკმარისი მხარდაჭერა, ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა, მაგრამ რაც მთავარია ჩვენ გვქვს ხედვა ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ იმ საქმეების განხორციელებას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ხონს, იმერეთს და ჩვენს ქვეყანას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გივი ჭიჭინაძეს მხარდაჭერა დაუდასტურა და განაცხადა, რომ ის მოქალაქეების საუკეთესო არჩევანი იქნება.

"მინდა მხარი დავუჭირო ბატონ გივი ჭიჭინაძეს, ვისთან ერთადაც უკვე წლებია ვიმუშავეთ. ის იყო გუბერნატორი, მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. ის არის თავისი ქვეყნის გულანთებული მხარდამჭერი და თავისი ქვეყნის ღირსების, კულტურის და მემკვიდრეობის დამცველი.

სწორედ ამიტომ ჩვენ მას ვენდობით, მხარს ვუჭერთ და გვჯერა, რომ ის თქვენი მხარის, თქვენი კუთხის საუკეთესო არჩევანი იქნება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა