logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, ვისაც საააკშვილის რეჟიმი არ შეხებოდა
კახა კალაძე: საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, ვისაც საააკშვილის რეჟიმი არ შეხებოდა
21:41 19.09.2020
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ სამტრედიაში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, ჩემთვის აქ დგომა განსაკუთრებით ამაღელვებელია. სწორედ ამ ქალაქში გავატარე ყველაზე ტკბილი, ბავშვობის წლები. სამტრედიაში გატარებული ბავშვობა ყველაზე მხიარულ, ყველაზე საყვარელ, წარუშლელ მოგონებებად იქცა და უკვე ათწლეულებია განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში.

ჩემთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა კიდევ ერთხელ თქვენთან შეხვედრა, უამრავი მეგობრის, მომავლის იმედით სავსე ნაცნობი სახეების დანახვა, რომელთაგანაც უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ ყოველდღიურად.

აქ არიან ადამიანები, ვისთანაც ერთად მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი სირთულე გამოვიარეთ.

მინდა გავიხსენო წლები, როდესაც მართლაც მარტივი არ იყო დამდგარიყავი სიმართლის მხარეს, არ იყო მარტივი დაგეფიქსირებინა შენი განსხვავებული მოსაზრება, დაგეფიქსირებინა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. ეს ძალიან მძიმე და ძალიან რთული იყო. თუ როგორ გამოვიარეთ ეს, მე მგონი ყველამ კარგად ვიცით.

საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, ვისაც საააკშვილის რეჟიმი არ შეხებოდა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ არჩევნების გზით, მშვიდობიანი გზით, როგორც ეს ნორმალურ, ყველა განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში ხდება, არჩევნების გზით მოვიგეთ 2012 წლის არჩევნები.

დღეს ჩვენი ხელისუფლებისთვის, თანაგუნდელებისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება გახლავთ ადამიანი, ადამიანის თავისუფლება. ბევრი მნიშნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუნდაც იმერეთის რეგიონში, თუნდაც სამტრედიაში, მაგრამ რომ არ დავიწყო ყველა პროექტისა და პროგრამის მოყოლა, რომელიც ჩვენ დავნერგეთ და რომლითაც ძალიან ბევრი მოქალაქე სარგებლობს, მგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები და ამას სჭირდება ბევრი შრომა, 24-საათიანი მუშაობა და ჩვენ მზად ვართ ამისთვის. მზად ვართ იმისთვის, რომ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ვემსახუროთ ჩვენს ხალხს , ვემსახუროთ იმერეთის რეგიონს, სამტრედიას, სამტრედიელებს, მაგრამ ამ ყველაფერში საჭიროა თქვენი მხარდაჭერა. არ აქვს მნიშვნელობა ეს პოლიტიკა იქნება, ბიზნესი თუ სპორტი - მარტო შეუძლებელია იყო წარმატებული. მნიშვნელოვანია გყავდეს და ზურგს გიმაგრებდეს ძლიერი გუნდი . ზუსტად ასეთ გუნდს წარმოადგენს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ .

მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ერთობლივი ძალიხსმევით, ჩვენი ერთიანობით, ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს წამრატებული.

შესაბამისად, ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა