logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები, რომლითაც მოქალაქეებს უფრო ძლიერი დემოკრატიული კონტროლი გექნებათ ქვეყნის მმართველობაზე
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები, რომლითაც მოქალაქეებს უფრო ძლიერი დემოკრატიული კონტროლი გექნებათ ქვეყნის მმართველობაზე
21:35 19.09.2020
"თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიცით, თუ რისი გაკეთება შევძელით ერთად და რისი გაკეთება შეგვიძლია მომავალში-ალბათ ეს ორი კითხვაა სწორედ ის, რასაც პასუხობს ადამიანი, როდესაც თავის არჩევანს აკეთებს", -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სამტრედიაში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" შეძლო, დაეცვა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბლურობა, შეძლო, ყველაზე უკეთ ეზრუნა ადამიანის ჯანმრთელობაზე, მისი უფლებების დაცვაზე, შეძლო ისიც, რომ ბიზნესი დღეს არის თავისუფალი და ადამიანის საკუთრება არის დაცული.

"ჩვენ გავატარეთ პრაგმატული, ძალიან დაბალანსებული და პროგრესული საგარეო პოლიტიკა. გვაქვს წარმატებები როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით. ჩვენ შევძელით ახალი სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარება",-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ რჩება ბევრი საქმე, სიღარიბისა და უმუშევრობის პირისპირ რჩებიან ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდბათ სახელმწიფოს პირდაპირი დახმარება.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ განვამტკიცებთ ნდობას თქვენთან, საზოგადოებასთან და მომავალზეც ავიღებთ პასუხისმგებლობას. ამისთვის ჩვენ გვყავს გამოცდილი გუნდი და გვაქვს გეგმა, რომელიც არის დაფუძნებული განათლების ფუნდამენტურ რეფორმებზე, დემოკრატიის გაძლიერებაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. რაც მთავარია, გვყავს ძლიერი ლიდერი და გვაქვს ხედვა, თუ როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი",- მიმართა შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დიდი გამოწვევაა პანდემია, რომელმაც გამოცდის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო და არაერთი ქვეყნის, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც.

"ჩვენ შევძელით და თქვენი მხარდაჭერით განვახორციელეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები. წელს ვატარებთ უპრეცედენტოდ დემოკრატიულ არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ თქვენგანს გექნებათ უფრო ძლიერი დემოკრატიული კონტროლი ხელისუფლებაზე, გექნებათ უფრო მეტი მონაწილეობის შესაძლებლობა ქვეყნის მართვის პროცესში, უფრო უკეთ დაგეგმავთ თქვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და თქვენი შვილების განათლებას, თქვენი ოჯახების ხანდაზმული წევრებისთის უფრო უკეთ აირჩევთ იმ სოციალურ პოლიტიკას, რომელიც თქვენთვის მისაღებია.

აი ეს არის რასაც ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ. რასაკვირველია, რჩება ბევრი გამოწვევა, მაგრამ მე მჯერა, რომ ეს არის გაკეთებადი და ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენს ქვეყანას კიდევ მეტი ახალი წარმატება მოვუტანოთ. ერთად საქართველოს წარმატებისთვის! გვეამაყება, რომ გვყავს ასეთი მხარდამჭერები.

ჩვენ ვენდობით ჩვენს საზოგადოებას, გვჯერა ჩვენი თანამოქალაქეების და დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენს ქვეყანასთან ერთად ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა