logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის - ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უმსხვილესი ინვესტიციით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გრანდიოზული პროექტი ხორციელდება
არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის - ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უმსხვილესი ინვესტიციით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გრანდიოზული პროექტი ხორციელდება
22:38 18.09.2020
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გამოსვლა ქუთაისში, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაზა ლომინაძისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემთვის დიდი პატივია ამ დიდებულ ქალაქში, საკუთარ ქალაქზე, კუთხესა და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ხალხის წინაშე წარდგომა.

ქუთაისი თავის თავში უამრავ საგანძურს იტევს, რაზეც დიდხანს, ძალიან დიდხანს შეიძლება საუბარი, თუმცა, პირადად ჩემთვის, ქუთაისი ყოველთვის იყო და იქნება ქართული სულის და კულტურის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი ჩვენს ქვეყანაში.

ამისთვის შორეულ ისტორიაში რომ არ წავიდეთ, გალაკტიონის და ცისფერყანწელების გახსენებაც საკმარისია. ამ დიდი ადამიანების, რომლებიც სწორედ აქ, ამ ქუჩებში დააბიჯებდნენ, თქვენი მშობლების, ბებია-ბაბუების გვერდით სწავლობდნენ, მათთან ერთად იზრდებოდნენ, ემზადებოდნენ საქართველოს ისტორიაში საკუთარი სახელების ოქროს ასოებით ჩაწერისთვის.

სწორედ ამ საოცარ ქალაქს წარმოადგენდნენ ის დიდი ქართველები, ვინც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს ჩვენი ქვეყნის კულტურისა და განათლების სფეროების განვითარებისთვის.

ამ ფონზე, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ აქ მდებარეობდა ჩვენი ერისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულება - გელათის აკადემია, სულაც არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის - ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უმსხვილესი ინვესტიციით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გრანდიოზული პროექტი ხორციელდება. პროექტის საერთო ჯამური ღირებულება მილიარდი ევროა და ბუნებრივია, რომ ასეთი გრანდიოზული მასშტაბის პროექტის განხორციელება უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ქუთაისის და რეგიონის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

ეს მოგვცემს შესაძლებლობას ის პოტენციალი, რომელიც ამ ქალაქს აქვს, მაქსიმალურად ავითვისოთ. ქუთაისში ისწავლიან საუკეთესო ახალგაზრდები მთელი ქვეყნიდან და აქ განათლებამიღებული ახალგაზრდები სხვა სიმაღლეზე აიყვანენ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ქუთაისი დაიბრუნებს საქართველოს ინტელექტუალური და კულტურული დედაქალაქის ისტორიულ ფუნქციას.

მე აღარ მოვყვები, თუ რამდენი რამ გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” მოვიდა ხელისუფლებაში - რამდენი გზა დაიგო, რამდენად უფრო სწრაფად შენდება შემოვლითი ავტომაგისტრალი და ა.შ. არც იმას მოვერიდები გითხრათ, რომ ქუთაისს, როგორც მთელს ქვეყანას, წინ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვიჭირს საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში არსებობს გამოწვევები. ზუსტად ვიცით, რომ თვითკმაყოფილების უფლება ამ ქვეყანაში ხელისუფლებას არ აქვს და არც ექნება, მანამდე სანამ ერთ მოქალაქეს მაინც უჭირს და ერთ ოჯახს მაინც აქვს ცხოვრების ელემენტარული პირობები დასაკმაყოფილებელი. სამწუხაროდ, დღეს ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს უჭირს ქუთაისშიც და მთლიანად ქვეყანაშიც, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. მე არ მიყვარს წარსულზე საუბარი, საუბარი იმაზე, თუ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ მინდა, უბრალოდ მაგალითები მოვიყვანო მხოლოდ და მხოლოდ შედარებისთვის - რა იყო და რა არის დღეს, ასევე, რა გვინდა, საით მივდივართ, როგორი საქართველო გვინდა ავაშენოთ. ამისთვის მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, თუ რა ხდებოდა წინა წლების განმავლობაში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, მაგრამ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. როგორც გითხარით, გვაქვს გამოწვევები და ჩვენ შევძლებთ, ამ გამოწვევებს ერთიანი ძალისხმევით ღირსეულად ვუპასუხოთ მომდევნო წლების განმავლობაში, თუმცა აქაც მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა, როგორც ეს იყო 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნების დროს, ყველა პრობლემის მოგვარების დროს, ყველა წარმატების დროს. ახლაც, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ერთად. ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ. ჩვენი ერთობით ჩვენ ძალიან ბევრჯერ დავამტკიცეთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და ახლაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, დარწმუნებული ვარ, ერთად გავიმარჯვებთ.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"- განაცხადა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა