logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი მეზურნიშვილი ოპოზიციას: რასაც თქვენ ჩაფლავებულს უწოდებთ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მას „წარმატების ფორმულას“ უწოდებენ
ირაკლი მეზურნიშვილი ოპოზიციას: რასაც თქვენ ჩაფლავებულს უწოდებთ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მას „წარმატების ფორმულას“ უწოდებენ
16:18 18.09.2020
„ჩვენმა მთავრობამ ეფექტიანად იმუშავა კოვიდ-19-თან მიმართებაში და რასაც თქვენ, ოპოზიციას მივმართავ, ჩაფლავებულს უწოდებთ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამას უწოდებენ წარმატების ფორმულას. აი როგორია თქვენი შეფასებები და როგორაა აცდენილი ჩვენი ევროპელი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შეფასებებს“,-ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა ოპოზიციას, პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას უსმენენ.

„შეგახსენებთ, რომ წარმატებული ქვეყნებიც კი აღმოჩნდნენ ძალიან ღრმა რეცესიაში და მინდა მოგიყვანოთ რამდენიმე ციფრი, რომელიც ნათელს მოჰფენს თუ რა მდგომარეობაშია წარმატებული ქვეყნები, ისეთი, როგორიცაა ესპანეთი, იტალია, ბრიტანეთი, საფრანგეთი. პროგნოზი არის გაკეთებული 2020 წელს, რომ ამ ქვეყნებში ვარდნა იქნება დაახლოებით 11-დან 14 პროცენტამდე, იქედან გამომდინარე, თუ როგორი იქნება სიმძლავრით შესაძლო მეორე ტალღა. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ მსოფლიოში უძლიერესი ეკონომიკის მქონე ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკურმა სიტუაციამ მეორე კვარტალში ვარდნა განიცადა 32 პროცენტით, როდესაც ჩვენ , ასეთი მცირე ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანამ შევძელით ის, რომ 2020 წელს იქნება დაახლოებით 5 პროცენტი იყო ეკონომიკური ვარნა და 2021 წელს ჩვენ დავუბრუნდებით სტატუს -კვოს და აღვადგენთ ჩვენს ძალებს.

მე გავაგრძელებ ამ შედარებებს და შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ სრული დატვირთვით, მთელი კამპანია იყო ჩართული „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პარტიების, რათა მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაცია, ჩვენი რეპუტაციის შელახვა საერთაშორისო ინვესტორების წინაშე. მაგრამ „ცივი შხაპის“ ეფექტი მიიღო ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამ კამპანიაში იყო ჩართული, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენიმე ხნის წინ გამოაქვეყნა ნათელი ანგარიში, სადაც მკაფიოდ არის შეფასებული საინვესტიციო გარემო საქართველოში, რომ დაცულია საქართველოში საერთაშორისო ინვესტორები და ამას ცხადყოფს თუნდაც ამერიკული ინვესტიციების ზრდა და დარწმუნებული ვარ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“,-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

მისი განცხადებით, ხელისუფლების პრაგმატულმა და სწორმა პოლიტიკამ განაპირობა ის დადებითი შედეგები, რაც დღეს აქვს ქვეყანას და რაც იქნება მომავალში.

„ჩვენი პრაგმატული და სწორი პოლიტიკით, თუნდაც ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირე ბით, რომელიც მართლა ეფექტიანი იყო, დროულად ვიმოქმედეთ, მოვიგეთ დრო, ჯანდაცვის სისტემა გაცილებით უკეთესად არის მომზადებული დღეს და ზუსტად ამიტომაც არ იგეგმება არანაირი მკაცრი ზომების გატარება და არ არის ეკონომიკის ჩაკეტვის პერსპექტივა. ჩვენ დარწმუნებული ვართ ამ სიტუაციას ისე ვმართავთ, რომ ქვეყანას გავიყვანთ იმ მაჩვენებლებზე, რომელიც გვიფიქსირდებოდა 2020 წლის დასაწყისში“,-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა