logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მაჟორიტარების ბიუროების ფუნქციონირებისა და დაფინანსების წესზე იმსჯელეს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მაჟორიტარების ბიუროების ფუნქციონირებისა და დაფინანსების წესზე იმსჯელეს
19:51 17.09.2020
„მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსთვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა დღევანდელ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა.

მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო ცვლილების შესაბამისად ქვეყანაში 73 - ის ნაცვლად ამჟამად 30 სამაჟორიტარო ოლქია და თითოეულში რამდენიმე მუნიციპალიტეტია უკვე გაერთიანებული, აღნიშნული დებულება ახლებურად დაარეგულირებს მაჟორიტარების ბიუროების ფუნქციონირებისა და დაფინანსების წესს. შესაბამისად, საჭირო გახდა გარკვეული ტიპის, მათ შორის ტექნიკური ხასიათის ცვლილებების განხორციელება.

პროექტით წარმოდგენილი ცვლილებები დაარეგულირებს სამაჟორიტარო ბიუროების დაფინანსების საკითხს.

ასევე, რამდენადაც მაჟორიტარული ბიუროს წევრები პრაქტიკულად პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ხდებიან, მათზეც გავრცელდება ბევრი შეღავათი, მათ შორის დაზღვევის მექანიზმი და სხვა, სწორედ აქედან გამომდინარე განისაზღვრება ხელფასის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობაც პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ანალოგიურად.

დებულების პროექტი ასევე ითვალისწინებს ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ პროექტს, რომელსაც პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა