logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, რათა მსგავსი მოულოდნელი პრობლემების დროს მყარად ვიდგეთ ფეხზე
იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, რათა მსგავსი მოულოდნელი პრობლემების დროს მყარად ვიდგეთ ფეხზე
19:34 17.09.2020
"ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

საარჩევნო პროგრამის გაცნობასთან ერთად ადგილობრივებთან შეხვედრაზე საუბარი კორონავირუსის გახშირებულ შემთხვევებსაც შეეხო.

"ამ ერთმა წელმა, მსოფლიოს ერთმა დიდმა პრობლემამ, რომლის წინაშე ყველა ვდგავართ, დაგვანახა, რომ ქვეყნად სტაბილური არაფერია, თვით აწყობილი ეკონომიკაც კი. ფეხზე მყარად მდგომმა ქვეყნებმაც იგივე განიცადეს, რაც ჩვენ. თითქოს ყველა პრიორიტეტმა ერთად დაკარგა აზრი და დარჩა მხოლოდ თვითგადარჩენა.
აღმოჩნდა რომ ტურიზმიც და ბევრი სხვა სფეროც აზრს კარგავს, როცა მსოფლიო იბრძვის სიცოცხლის გადარჩენისთვის, იკეტება საზღვრები და ვრჩებით მარტო საკუთარ თავთან.

აი, სად უნდა ვეძებოთ გამოსავალი. ჩვენ გვჭირდება არსებობის ალტერნატივა, ის, რაც ნებისმიერი კრიზისის დროს გადაგვარჩენს. ეს არის ჩვენი საკუთრი საწარმოები, საკუთარი მეურნეობები, პროდუქცია, რომელიც ჩვენს ბაზარზე იქნება მოთხოვნადი. შიდა ბრუნვა, ერთგვარი თვითგამოკვება. ეს გზა უნდა ვეძებოთ ჩვენ", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მერობის კანდიდატთან შეხვედრაზე მოქალაქეებმა ისაუბრეს საკუთარ დამოკიდებულებებზე პანდემიის მიმართ, ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე და ქალაქის პრობლემების მოგვარების საკითხებში ჩართულობის მზაობა გამოთქვეს.

"ჩემი და ჩემი გუნდის საზრუნავი არის ზუსტად ალტერნატიული გზების ძიება. კულტურისა და განათლების წამოწევასთან ერთად ქართული წარმოების ხელშეწყობა და შესაბამისად თანამოქალაქეების დასაქმება.
თვითმართველობის საქმიანობაში მათი ჩართულობით ერთად ბრძოლა ქალაქის წარმატებისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, რათა მსგავსი მოულოდნელი პრობლემების დროს, როგორიც ამ შემთხვევაში კოვიდმა შეგვიქმნა, მყარად ვიდგეთ ფეხზე“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა