logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ გვერდით დავუდგებით ტრანსპორტელებს და ვიცი, რომ ისინიც ჩვენთან ერთად იზრუნებენ ქალაქზე
იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ გვერდით დავუდგებით ტრანსპორტელებს და ვიცი, რომ ისინიც ჩვენთან ერთად იზრუნებენ ქალაქზე
09:26 17.09.2020
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

საარჩევნო პროგრამასთან ერთად შეხვედრაზე ტრანსპორტში არსებულ პრობლემებზე, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის რეგულირებაზე, საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებაზე, პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

"მამაჩემი დამსახურებული ტრანსპორტელი იყო. საქართველოში ეს წოდება თითზე ჩამოსათვლელ ადამიანს აქვს. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სატრანსპორტო კომპანიას, ამიტომ ეს სფერო ჩემთვის ძალიან ახლობელი და შინაურია. ჩემი ოჯახია და თითოეული ტრანსპორტელი ჩემიანია, ჩემთვის მათი პრობლემებიც ახლობელი და მნიშვნელოვანია. გუნდთან ერთად ყოველთვის მხარს ვუჭერ მათი პირობების გაუმჯობესებას", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, ქუთაისს მალე ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი ეყოლება.

"60 ახალი, კომფორტული ავტობუსი იმოძრავებს ქალაქში, რაც გაუიოლებს მუშაობას ქუთაისელ ტრანსპორტელებს და მგზავრობას ჩვენს თანაქალაქელებს. მით უმეტეს დღევანდელი პანდემიის პირობებში, როცა ჰიგიენური ნორმების და რეგულაციების დაცვაა აუცილებელი. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ არ ვაპირებთ ამით შემოვიფარგლოთ. თუ კი გვინდა ქუთაისი ევროპულ ქალაქად ვაქციოთ, უნდა დავიწყოთ ქუთაისური სერვისებით, ტრანსპორტით, ინფრასტრუქტურით, მომსახურების დონის ამაღლებით. ჩვენ გვერდით დავუდგებით ტრანსპორტელებს და ვიცი, რომ ისინიც ჩვენს გვერდით იქნებიან ყველა საინტერესო ნოვაციის დროს, ჩვენთან ერთად იზრუნებენ სერვისისა და ქალაქის იმიჯის გაუმჯობესებაზე", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა