logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კუჭავა: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და ასოცირების შესრულების ანგარიშები არის ძალიან დიდი აღიარება იმ რეფორმებისა, რომელსაც საქართველო ადგას
კახა კუჭავა: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და ასოცირების შესრულების ანგარიშები არის ძალიან დიდი აღიარება იმ რეფორმებისა, რომელსაც საქართველო ადგას
14:17 15.09.2020
„ეს ბოლო ორი მოვლენა - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში, რომელსაც კენჭი ეყრება ხვალ, არის პირველ რიგში ძალიან დიდი აღიარება იმ რეფორმების, იმ სწორი გზის, რომელსაც ადგას ქართველი ხალხი, საქართველო“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი შეფასებით, გზავნილები, რომლებიც გუშინ ევროპარლამენტში გამართულ დიასკუსიაზე გაჟღერდა, საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიშის განხილვისას, უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის და თითოეული ქართველისთვის.

„რა თქმა უნდა, არაერთგზის ხაზგასმით იქნა დაგმობილი რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები და კვლავ მტკიცე მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნა კახა კუჭავამ და განაცხადა, რომ გამოსვლები პირდაპირ ხაზს უსვამს იმ მაღალ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირის, ევროპარლამენტარების მხრიდან.

კახა კუჭავას განცხადებით, ჩვენი ქვეყნისთვის ასევე მნიშვნელოვანია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში.

„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თაობაზეც ჩვენი ოპოზიციური პარტიების მხრიდან ძალიან ცოტა მოვისმინეთ, რადგანაც იმდენად პოზიტიური იყო, რომ რთულია გადაფარო ის გზავნილები, რომლებიც არის ამ ანგარიშში და რომელიც დაახლოებით 170 ქვეყანას აანალიზებს ინვესტიციების კუთხით. ძალიან მაღალი შეფასება აქვს საქართველოს როგორც იმ ადგილს, სადაც უნდა განხორციელდეს ინვესტიციები, ქვეყანა, როგორც ლიდერი რეგიონში, სადაც უმნიშვნელოვანესია, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაფიქსირებულია გზავნილები, რომელმაც საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყველა იმ სპეკულაციას, - მოსაზრებას თუ ტყუილს, რასაც ამ ბოლო დროს ჰქონდა ადგილი, თითქოს ამერიკული ინვესტიციების დაჩაგვრა ხდება საქართველოში. ანგარიშში პირდაპირ მითითებულია, რომ იყო რამდენიმე დავა სახელმწიფოსა და უცხოურ კომპანიას შორის, თუმცა ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ყველა ამ შემთხვევაში, სახელმწიფომ იმოქმედა სამართლიანად და დარღვევები არ დაფიქსირებულა. აქ არის პოლიტიკური გზავნილებიც, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ კუთხით არის ზუსტადაც ის მოვლენები, რომლებმაც ძალიან დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია - შეტევა პარლამენტზე, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ ყველა ქმედება, რომელიც გამოიყენა სამართალდამცავმა ორგანოებმა აგრესიული დემონსტრანტების მცდელობის საპირისპიროდ, რომ შეჭრილიყვნენ პარლამენტში, იყო კანონიერი და მართლზომიერი. ეს ბოლო ორი მოვლენა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და ასოცირების შესრულების ანგარიში, რომელსაც კენჭი ეყრება ხვალ, არის პირველ რიგში ძალიან დიდი აღიარება იმ რეფორმების, იმ სწორი გზის, რომელსაც ადგას ქართველი ხალხი, საქართველო. კიდევ ერთხელ გავიმეორებდი ციტატას - ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ჩვენ ვართ ძალიან სწორ გზაზე და ძალიან მალე ჩვენ ვიმსახურებთ რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა