logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნება“ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების, თქვენი შვილების უკეთესი მომავლის გარანტია
ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნება“ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების, თქვენი შვილების უკეთესი მომავლის გარანტია
14:13 15.09.2020
„ჩვენი გუნდი არ დაუშვებს ქვეყანაში რაიმე სახის არეულობას, ჩვენ ვართ გარანტი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების, ჩვენ ვართ გარანტი თქვენი შვილების უკეთესი მომავლის“,- ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წინასაარჩევნო გარემოსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, რაც უფრო აქტიურ ფაზაში შედის წინასაარჩევნო პროცესები, მით უფრო თვალსაჩინო ხდება პოლიტიკური პარტიების რეალური სახე. დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ თავისუფალ გარემოში მთელმა რიგმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ფეხი ვერ აუწყვეს დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ ჯანსაღ კონკურენციას და შესაბამისად, ვერ აბარებენ დემოკრატიულობის მინიმალურ ტესტს.

„ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩვენ გვაქვს მრავალფეროვანი მედია გარემო, რაც შესაძლებლობას აძლევს ყველა პოლიტიკურ პარტიას, თანაბრად და თავისუფლად ისაუბრონ საკუთარი ხედვებისა და საარჩევნო პროგრამის შესახებ. ასეთ თავისუფალ გარემოში პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, ჩვენს საზოგადოებას შესთავაზონ საქმიანი, საგნობრივი წინასაარჩევნო კამპანია და არა პოპულისტური და არა რეალური დაპირებები, თუმცა, ფაქტია ისიც, რომ თავისუფალ გარემოში მთელმა რიგმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ფეხი ვერ აუწყვეს დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ ჯანსაღ კონკურენციას და შესაბამისად, ვერ აბარებენ დემოკრატიულობის მინიმალურ ტესტს. ამის ნათელი დასტურია ბოლო დღეებში განვითარებული დისკუსია პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსთან დაკავშირებით და მსურს, ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო პირველი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ პროცესში, სწორედ ჩვენმა გუნდმა მოაწერა ხელი პირველმა ამ კოდექსს, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს მაღალ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და კულტურას, წარმოაჩენს ჩვენს გუნდს, როგორც ჩვენი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულ ძალას, რომელიც პატივს სცემს კანონიერებისა და ეთიკურობის პრინციპებს და პარტიულ ინტერესებზე მაღლა აყენებს სახელმწიფო ინტერესებს“,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, საპირისპირო მხარესაღმოჩნდნენ მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები, რომლებსაც არ სურდათ, ამ დოკუმენტს შეერთებოდნენ და რომ არა საერთაშორისო წნეხი, არ მოაწერდნენ ხელს დოკუმენტს, რომლის მთავარი მიზანია მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნების გზით ქვეყნის შემდგომი განვითარება.

„ჩვენ არ გვიკვირს ოპოზიციური ჯგუფების არადემოკრატიული მიდგომები, არ გვიკვირს ელემენტარული პასუხისმგებლობის და პოლიტიკური კულტურის არქონა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უგულვებელყოფა, ვინაიდან სწორედ აქ, ამ დარბაზში არ დაუჭირეს ამ ჯგუფებმა მხარი საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებს, გენდერულ კვოტირებას, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას და ასე შემდეგ, მაშინ, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებდნენ მათ ამ მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერისკენ. შესაბამისად, ამ ოპოზიციურმა ჯგუფებმა, მთლიანობაში, მხარი არ დაუჭირეს საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებას, იმ ცვლილებებს, რომელიც ჩვენ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზე შევიმუშავეთ. ეს დამოკიდებულება გამოიხატება ასევე, წინასაარჩევნო კამპანიაშიც. „ქართული ოცნება“ ჩვენს საზოგადოებას სთავაზობს პოზიტიურ და მომავალზე ორიენტირებულ წინასაარჩევნო კამპანიას, ჩვენ ვგმობთ სიძულვილის ენას და ტყუილის ტირაჟირებას, თუმცა, ოპოზიციური ჯგუფები არ ცვლიან მათი წინასაარჩევნო კამპანიის არც შინაარსს და არც მეთოდებს, მათ ფანტაზიას ბოლო დროს საზღვარი აღარ აქვს, ამის საილუსტრაციოდ საკმარისია წარსულის პარტიის ერთ-ერთი წევრის, ბატონი ზოდელავას მიერ გაჟღერებული სასაცილო და კომიკური, ყალბი ამბავი, თითქოს მეორე ტალღის მიზეზი „ქართული ოცნების“ მიერ ინფიცირებული ფულის გავრცელებაა. თუმცა, კოლეგებო ამ ამბავში ყველაზე კომიკური მისი შინაარსი კი არა, არამედ ისაა, რომ ეს ადამიანი დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. დასასრულს, მსურს, ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ „ქართული ოცნება“, როგორც მმართველი და პროგრესული ძალა, თქვენს წინაშე კიდევ ერთხელ წარდგება განახლებული გუნდით, მაშინ, როდესაც წარსულის პარტიები ხელისუფლებაში მოსვლის მანიაკალური სწრაფვით არიან შეპყრობილნი და ცდილობენ, ისევ წარსულისკენ დააბრუნონ ჩვენი ქვეყანა“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა