logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნინო წილოსანი "ნაციონალურ მოძრაობაზე": კაბინეტებში თანხმდებოდნენ თანხებზე, რომ სახელმწიფოს არ ჰქონოდა უფლება შესულიყო საწარმოში და დაერიცხა გარემოსთვის მიეყენებული ზიანის გადასახადი
ნინო წილოსანი "ნაციონალურ მოძრაობაზე": კაბინეტებში თანხმდებოდნენ თანხებზე, რომ სახელმწიფოს არ ჰქონოდა უფლება შესულიყო საწარმოში და დაერიცხა გარემოსთვის მიეყენებული ზიანის გადასახადი
13:58 15.09.2020
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ , ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადება ასოცირების შეთანხმების ანგარიშზე ევროპარლამენტში გამართული დებატების ძირითადი გზავნილებით დაიწყო:

„ეს არის გზავნილი, რომ საქართველო აჩვენებეს დემოკრატიულ სიძლიერეს; რომ საქართველო, რაც შეიძლება სწრაფად, სრულფასოვან წევრეად უნდა მიიღონ ; რომ საქართველომ განახორციელა ამბიციური რეფორმები და კარგია, რომ საქართველო აგრძელებს რეფორმებს. ევროკავშირთან ასოცირების რეფორმების გატარების გაგრძელება არის ის, რაზეც ახლა გესაუბრებით. ამ კვირაში პარლამენტი განიხილავს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ სრულიად ახალ კანონს, რომლითაც ჩვენ გარემოსდაცვითი სტანდარტები კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაგვყავს. ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი. კანონპროექტი მკაფიოდ ამბობს, რომ ეკოლოგიის დაცვა არის ბიზნეს საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის ვალდებულება და რომ მათი მხრიდან დამატებითი ძალისხმევა უნდა ჩაიდოს , რათა თავიდან ავიცილოთ გარემოზე მიყენებული ზიანი. თუ ასეთი ზიანის მიყენება გარდაუვალია და ზიანი დადგა, მისი გამოსწორება პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენა და რემედიაცია არის აუცილებელი წინაპირობა, რომლითაც საქართველოში კონკრეტული ბიზნეს საქმიანობები მიმდინარეობს. ეს არის სწორი მიდგომა. სწორედ ასეთი პასუხისმგებლიანი ბიზნესი არის იმ დასავლურ ქვეყნებში, რომლებიც მოგვწონს და რომლისკენაც ვისწრაფით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვყავს პასუხისმგებლიანი ბიზნესი, რადგან ამ კანონპროექტს ახლავს ბიზნესის მზაობა, რომ შეასრულონ მასში აღწერილი ძირითადი პრინციპები და იზრუნონ გარემოზე თავიანთი საქმიანობის ფარგლებში. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი მმართველობის პირობებში სრულებით ახალ სტანდარტზე გადავიყვანეთ როგორც გარემოს დაცვის, ასევე ბიზნესის ასპექტები"- განაცხადა წილოსანმა.



მეორე მხრივ, ეს მოცემულობა მკაფიოდ გამოკვეთს გზას, რომელიც გავიარეთ გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებით ბოლო 15 -20 წლის მანძილზ; ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა როგორი შედეგი დავდეთ გარემოს დაცვის მმართულებით და, შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობის და მისი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის. ჩვენ მოვდივართ იმ დროიდან, როცა , მაგალითად, წიაღის მოპოვების ლიცენზიები ყველანაირი წინაპირობის ან ვალდებულებების გარეშე გაიცემოდა. დღეს არსებული გარკვეული პრობლემები გარემოს დაცვასთან დაკავშირებით სწორედ ამგვარად გაცემულ ლიცენზიებს უკავშირდება. ასეთი უპრინციპო გადაწყვეტილებებია დაკავშირებული წინა ხელისუფლების იმ ლიდერებთან, რომლებიც ახლა ბედავენ და გარემოს დაცვაზე გვესაუბრებიან, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ მათ ამის მორალური უფლება არ აქვთ. იყო პერიოდი, როცა დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა გახლდათ დაშვებული, რაც სრულიად არანორმალური მოვლენაა გარემოს დაცვის სტანდარტებში და საერთაშორისო კონვენციებით არის დაგმობილი. გარემოზე ზეგავლენის შეფასების კოდექსი, რომელიც უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ძირითადი ფილტრი, რომ ბიზნესს არ მიეყენებინა ზიანი გარემოზე, იყო იმდენად გამოშიგნული, რომ მის დატყოვებას აზრი არ ჰქონდა და ამის ერთადერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ინტერესები, რომ უცებ და მყისიერი ეფექტი მიეღოთ, გაეხსნათ 4-5-ჯერ კონკრეტული საწარმო, მაგრამ, ამავდროულად , ძალიან დიდი ზიანი მიეყენებინათ გარემოსთვის, ადამიანებისთვის და, ზოგადად, ქვეყნისთვის. თბილისის ბეტონის ქალაქად ქცევაც ამ პოლიტიკურ ჯგუფს უკავშირდება. გაჩეხილი ხეების ნაცვლად კორპუსების მშენებლობა და თბილისის შემოგარენში ტყის სტატუსის შეცვლა მათ ინტერესებში შედიოდა იმისთვის, ჩვენი ჟანგვბადის საფასურად მათ კონკრეტული სარგებელი მიეღოთ.



დღეს გარემოსდაცვითი სტანდარტები სრულიად ახალ საფეხურზეა გადასული. ეს არის კანონი, რომელიც გულისხმობს ბიზნესის პასუხისმგებლობას და გარანტიებს, რომ ჩვენი გარემო - ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ, წყალი, რომელსაც ვსვამთ, ნიადაგი და ბიომრავალფეროვნება იქნება დაცული. დღეს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, რასაც წინა ხელისფლება შემდეგნაირად აგვარებდა: კაბინეტებში თანხმდებოდნენ კონკრეტულ თანხებზე იმისთვის, რომ სახელმწიფოს არ ჰქონოდა უფლება შესულიყო საწარმოში და დაერიცხა გარემოსთვის მიეყენებული ზიანისთვის რაიმე გადასახადი. ამ კაბინეტებში მოლაპარაკებული თანხები უფლებას აძლევდა საწარმოებს, რომ გარემოზე ნებისმიერი ზიანი მიეყენებინათ. ეს კანონპროექტი არის საქართველოს განვითარების ახალი გზა, ეს არის წერტილი, რომლითაც ვამბობთ, რომ იმ მოცემულობაში უკან არასდროს დავბრუნდებით. წინ კიდევ მეტი და მნიშვნელოვანი რეფორმა გვაქვს განსახორციელებელი!“
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა