logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს, ჩვენს საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს, ჩვენს საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად
13:21 15.09.2020
„საქართველოს პარლამენტი ღირსეულად აგრძელებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ ტრადიციას, იცავს მათ მემკვიდრეობას და კანონის უზენაესობის, მოქალაქეებზე ორიენტირებული და მათ წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობის პრინციპებით აგრძელებს ქვეყნის მშენებლობას - ეს არის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ყველა პატივს ვცემთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას დემოკრატიის საერთაშორისო დღე მიულოცა და ქვეყნის დემოკრატიული მიღწევები შეაჯამა. მისი თქმით, დღის წესრიგშია არაერთი საქმე და გამოწვევა, რომლის წარმატებით დასრულება მნიშვნელოვანია.

„15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა. მოგეხსენებათ, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა იმ თაობათა ძალისხმევას, ვინც თავისი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. საქართველოს პარლამენტი ღირსეულად აგრძელებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ ტრადიციას, იცავს მათ მემკვიდრეობას და კანონის უზენაესობის, მოქალაქეებზე ორიენტირებული და მათ წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობის მშენებლობა არის ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ყველა ვემსახურებით. მოგეხსენებათ, კოლეგებო, სწორედ თქვენი მონაწილეობით ჩვენ განვახორციელეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა, შევცვალეთ საარჩევნო სისტემა, პირველად, უახლეს ისტორიაში, საქართველო არჩევნებს ატარებს არსებითად პროპორციული სისტემით და 2024 წლიდან უკვე სრულად პროპორციული სისტემით. ჩვენ ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს, ჩვენს საზოგადოებასთან, ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად და დღეს 15 სექტემბერს, დემოკრატიის საერთაშორისო დღეს, კიდევ ერთხელ, მინდა მოკლედ შევაჯამო და ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მიღწევებს. ასევე, დღის წესრიგშია არაერთი საკითხი, გამოწვევები და საქმე, რომლის გაკეთებაც, რომლის წარმატებით დასრულებაც არის მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და საქართველო ერთგულია დემოკრატიული ღირებულებების“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა