logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნინო წილოსანი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი - სრულიად ახალი სტანდარტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში
ნინო წილოსანი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი - სრულიად ახალი სტანდარტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში
21:03 14.09.2020
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა, რამდენიმე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს, მათ შორის, „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, სულხან მახათაძის, კახაბერ კუჭავას, დავით სონღულაშვილის, რომან მუჩიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სულხან მახათაძემ გამოიტანა და კოლეგებს კანონპროექტის ზოგადი პრინციპების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით იქმნება მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები საერთო ფართობით 5958.3 ჰა, რომელშიც გაერთიანდება უკვე არსებული მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი და ახალშექმნილი ცივ-გომბორის აღკვეთილი. შესაბამისად, საჭირო იქნება დამატებით 1 უბნის უფროსი რეინჯერის და 4 რეინჯერის დასაქმება, რისთვისაც 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ოდენობამ უნდა შეადგინოს 55 200 ლარი, ვინაიდან კანონი სწორედ მომავალი წლიდან შევა ძალაში.

კანონპროექტის მიღების შედეგად, ცივ-გომბორის აღკვეთილის სტატუსის მიენიჭება 4935,8 ჰა ტერიტორიას. ინიციატორთა განმარტებით, კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ცივ-გომბორის აღკვეთილისათვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები.

კანონის მოქმედება არ გავრცელდება ცივ-გომბორის აღკვეთილის ტერიტორიებზე კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ქონებრივ ურთიერთობებზე; სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე; „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე.

კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს კანონპროექტი არის სრულიად ახალი სტანდარტი გარემოსდაცვით პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.

„ეს კანონი მომავალში დაარეგულირებს უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომლებიც ამ დრომდე, ფაქტობრივად, ინდივიდუალური მონდომებით წყდებოდა. მათ შორის, როგორც წარმატებული მაგალითი, შემიძლია დავასახელო კომპანია არემჯის მაგალითი, რომელმაც პარლამენტის სამუშაო ჯგუფთან და სამინისტროსთან თანამშრომლობით, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, განახორციელა რიგ შემთხვევაში მიყენებული ზიანის აღმოფხვრა, რიგ შემთხვევაში კი პრევენციული ღონისძიებები. ამ კონკრეტულ მაგალითზე შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ბიზნესი საკმაოდ მოტივირებულია და მზადაა, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოსადმი მიყენებული ზიანი. მჯერა, რომ ძალიან კარგი თანამშრომლობის პრაქტიკა გვექნება ამ მიმართულებით სახელმწიფოს და სექტორს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის - „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის ზოგადი დებულებები კი კომიტეტის წევრებს წარუდგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი სამართლებრივად არეგულირებს გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციას, შერბილებას და აღმოფხვრას.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტი ეფუძნება ევროდირექტივას გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ და, შესაბამისად, აგებულია ყველა იმ პრინციპზე, რასაც ეს დირექტივა ითვალისწინებს. მისი თქმით, კანონპროექტის მიზანია გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ახალი სტანდარტების დამკვიდრება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალი კანონპროექტით გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სრულიად განსხვავებული პრინციპი დამტკიცდება და ეს გახლავთ „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ გარემოს დამბინძურებელი ვალდებული იქნება აღადგინოს დაზიანებული გარემო, მოიყვანოს ის პირვანდელ ან პირვანდელთან მიახლოებულ მდგომარეობასთან და ამისათვის გასწიოს საჭირო ფინანსური თანხები. მისი თქმით, ეს გახლავთ ფუნდამენტური პრინციპი, რასაც ეფუძნება წარმოდგენილი კანონპროექტი და, შესაბამისად, პროცედურულადაც გაწერილია ყველა ის საკითხი, რაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის სანაცვლო ღონისძიებების განხორციელებას ეხება. მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს არის ზიანის პრევენცია, რაც დღევანდელი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული.

მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტი ადგენს გარკვეულ ფინანსურ გარანტიებს იმისათვის, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანი გამოსწორდეს. ამისათვის, 2023 წლიდან საქმიანობის სუბიექტები ვალდებულები იქნებიან (იგულისხმება მაღალი რისკის საქმიანობა), შექმნან გარკვეული ფინანსური გარანტიები, ვიდრე ისინი საქმიანობას დაიწყებენ.

მინისტრის მოადგილემ ასევე უპასუხა კომიტეტის წევრების და სხდომაზე დამსწრე საზოგადოების კითხვებს.

კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გატანას მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა ასევე პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ნინო წილოსანის და სულხან მახათაძის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და რომელიც სხდომაზე ნინო წილოსანმა წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებები ეხება საჯარო განხილვების ონლაინ რეჟიმში ჩატარებას პანდემიის პირობებიდან გამომდინარე. კომიტეტმა ამ კანონპროექტსაც მხარი დაუჭირა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა