logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა საკითხი განიხილეს
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა საკითხი განიხილეს
20:52 14.09.2020
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ ჭიჭინაძე უძღვებოდა, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ მცხოვრები/მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი თანამემამულეების - დიასპორელების მდგომარეობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული დახმარებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

მომხსენებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა სამინისტროს მიერ აღნიშნული კუთხით გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა და დეპუტატებს გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. სხდომაზე წარმოდგენილი იყო განხორციელებული ღონისძიებების კონკრეტული მონაცემები, სტატისტიკა და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ხორციელდება.

მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს გააცნო პანდემიის კრიზისულ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარების მიზნით გადადგმული ნაბიჯები. ასევე ისაუბრა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების პირობებში, ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის შესახებ.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პანდემიის აფეთქების კრიზისულ პერიოდში, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარების და მათ საჭიროებებზე მყისიერი რეაგირების მიზნით პრემიერ-მინისტრთან შექმნილ საკოორდინაციო საბჭოსთან განისაზღვრა ორი ძირითადი ამოცანა: 1) მოქალაქეებზე ზრუნვა ადგილზე (უცხოეთში) 2) მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში. მისივე განმარტებით, დღეისათვის არსებული მონაცემებით სახელწმიფოს ჩართულობით, სამშობლოში დაბრუნდა 23 ათასი მოქალაქე და ამდენივეს ადგილზე გაეწია დახმარება. ვლადიმერ კონსტანტინიდმა განმარტა, რომ COVID-19 პანდემიის მოულოდნელი აფეთქების პირობებში, თანამემამულეების საჭიროებებზე რეაგირების და მათთვის მყისიერი დახმარების აღმოჩენის პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწია ისეთი გადაწყვეტილებების და მიდგომების გამოყენება, რომელიც აქამდე საერთაშორისო პრაქტიკაში არ არსებობდა და გამომდინარეობდა მსოფლიოში შექმნილი არაორდინალური ვითარებიდან.

სახელმწიფოს უმთავრესი საზრუნავი გახდა, არა მხოლოდ მოქალაქეთა რეპატრიაციის უზრუნველყოფა, არამედ სამშობლოში გამომგზავრებამდე მათი ადგილზე დახმარების უზრუნველყოფა, რაც მოიცავდა უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების თავშესაფრით უზრუნველყოფას, მათთვის საკვების/წყლის/მედიმაკმენტების და სხვა აუცილებელი საჭიროებების მიწოდებას, მათთვის სამედიცინო კონსულტაციების და სამედიცინო მომსახურების მიღების უზრუნველყოფას და სხვა. სახელმწიფომ თავიდანვე განსაზღვრა სპეციალური კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდათ შშმ და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირებს, ფეხმძიმე ქალებს და მცირეწლოვნებს, არასრულწლოვნებს, ხანდაზმულებს (65 წელს მიღწეული), სტიპენდიის გარეშე დარჩენილ სტუდენტებს. 2020 წლის 18 ივლისის მონაცემებით პანდემიის კრიზისულ პერიოდში მგავსი სახის დახმარება მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა 23,296 თანამემამულემ. მისივე განმარტებით აღნიშნული ღონისძიებების გასატარებლად გამოყენებული იქნა სამინისტროს ხელთ არსებული ყველა რესურსი.

მინისტრის მოადგილემ სხდომაზე მიმდინარე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „JPM Strategic Solutions“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევა COVID-19 პანდემიის კრიზისულ პერიოდში, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების საჭიროებებზე რეაგირების და მათი დახმარების მიზნით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეხება და წარმოგვიდგენს, როგოც ეროვნულ დონეზე, ასევე უშუალოდ ბენეფიციართა უკუკავშირს გაწეული საქმიანობის საჭიროებასა და მიზანშეწონილობაზე. მისი განმარტებით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „JPM Strategic Solutions“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევამ, გამკლავებოდნენ კორონავირუსს, მაღალი შეფასება მიიღო და მათ შორის დიდი მოწონება დაიმსახურა სახელმწიფოს მხრიდან პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეთა ადგილზე დახმარების და მათი სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა