logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველო მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე გახდა
საქართველო მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე გახდა
20:06 14.09.2020
მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ გენერალური მდივნის მიწვევითა და კოალიციის მმართველი საბჭოს 28 წევრი ქვეყნის მხარდაჭერით, საქართველო გახდა „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ სამუშაო ჯგუფის - „დემოკრატია და ტექნოლოგიები“ თავმჯდომარე ქვეყანა.

სამუშაო ჯგუფი „დემოკრატია და ტექნოლოგიები“ წარმოადგენს თანამშრომლობის განვითარების პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებას ეფექტიანი და ანგარიშვალდებული დემოკრატიული მმართველობის მხარდასაჭერად.

სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი მიზანია ტექნოლოგიების განვითარების გზით დემოკრატიული პროცესებისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ამოცანები, რომელთა შესრულების პოპულარიაზიასაც საერთაშორისო არენაზე საქართველო აქტიურად ახდენს, პირდაპირ ეხმიანება „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ ღირებულებებს და მთავარ ადგილს იკავებს მის საქმიანობაში.

სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეობა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას წარმოაჩინოს საკუთარი თავი, როგორც წარმატებული დემოკრატიული რეფორმების განმახორციელებელმა ქვეყანამ; სხვა სახელმწიფოებს გაუზიაროს ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილება; ასევე, გაითვალისწინოს ამ მხრივ, სხვა ქვეყნების მიერ მიღწეული შედეგები და პროგრესი და ხელშესახები წვლილი შეიტანოს საკუთრივ „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ გაძლიერებასა და გლობალურად, საერთო გამოწვევების საპასუხო გზების ძიებაში. ამასთან, საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, სხვა სახელმწიფოებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, საკუთარი წვლილი შეიტანოს ღიაობისა და დემოკრატიის განვითარებისკენ მიმართულ საერთო ძალისხმევაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით წარმატებული ქვეყანა, 2019 წლის ოქტომბერში შერჩეულ იქნა „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მმართველი საბჭოს წევრად. საქართველო იყო ვარშავის დეკლარაციის ხელმომწერთა შორის, რომლითაც 2000 წელს საფუძველი დაედო „დემოკრატიათა თანამეგობრობას“. დეკლარაციაში ასახულია ორგანიზაციის მთავარი მიზნები, რომლებიც მოიცავს, მათ შორის, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების, დემოკრატიული თავისუფლებების დაცვის, გაღრმავებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით კონსოლიდირებულ ძალისხმევას.

მმართველ საბჭოში ამჟამად გაერთიანებულია 29 წევრი ქვეყანაა - არგენტინა, აშშ, გვატემალა, დიდი ბრიტანეთი, ელ სალვადორი, ესტონეთი, ინდოეთი, იტალია, იაპონია, კანადა, კორეის რესპუბლიკა, კოსტა რიკა, ლიეტუვა, მალი, მექსიკა, მონღოლეთი, მაროკო, ნორვეგია, ნიგერია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საქართველო, უნგრეთი, ურუგვაი, ფინეთი, შვედეთი, ჩილე და ჩრდილოეთ მაკედონია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა