საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე
მწერალ ჭაბუა ამირეჯიბს ესტუმრა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, ვიქტორ დოლიძემ და ჭაბუა ამირეჯიბმა ქვეყანაში შექმნილ კრიტიკულ ვითარებაზე საკუთარი შეხედულებები კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.
ამირეჯიბის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, რადგან საქართველოს ისტორიას სხვა ვერავითარი ფინალი ვერ დააკმაყოფილებს.
„ჩემი და ბატონი ჭაბუას მოსაზრებები ქვეყნის შესახებ, გლობალურ თემებზე ერთმანეთს ემთხვევა და მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა შედგა. საამაყოა, რომ ჭაბუა ამირეჯიბს ცხოვრების გარკვეული პერიოდი ჩუღურეთში აქვს გატარებული. გვსურს მშვიდობიანად დასრულდეს უსამართლო რეჟიმის მმართველობა“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

















