logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძემ დიპკორპუსს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და არასამთავრობოებს სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებები გააცნო
არჩილ თალაკვაძემ დიპკორპუსს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და არასამთავრობოებს სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებები გააცნო
13:23 14.09.2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით მომზადდა. არჩილ თალაკვაძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები ორ მნიშვნელოვან საკითხს - უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებას და მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობას უკავშირდება. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, მომზადებული ცვლილებების შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმდინარე სასესიო კვირაში იმსჯელებენ.

„პარლამენტმა, ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტში მოამზადა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, სამუშაო ჯგუფთან, დიპლომატიურ კორპუსთან და ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, ეს ითვალისწინებს სასამართლო კანონმდებლობაში ორ მნიშვნელოვან საკითხს - ერთი, ეს არის უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულება და მეორე ეს არის მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა. ეს ორივე იყო ვენეციის კომისიის იმ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს შორის, რომელიც ეხებოდა სასამართლოს, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ სესიის შემდგომ დღეებში ეს ცვლილებები მივიღოთ და ამით კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ სასამართლოს დამოუკიდებლობა და გავხადოთ პროცესი უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, სასამართლო რეფორმა გრძელვადიანი პროცესია, თუმცა, მმართველ გუნდს აქვს გეგმა, რომელსაც თანმიმდევრულად მიყვება. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ სასამართლო რეფორმაზე მუშაობას გააგრძელებს მომდევნო მოწვევის პარლამენტიც.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა