logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ცესკოს მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკოსების ქცევის კოდექსი დახვეწილი დოკუმენტია
მამუკა მდინარაძე: ცესკოს მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკოსების ქცევის კოდექსი დახვეწილი დოკუმენტია
21:11 12.09.2020
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოუწოდებს ხელი მოაწერონ პოლიტიკოსთა ქცევის კოდექსს და საპარლამენტო არჩევნები ყველა წესის დაცვით ჩაატარონ.

„ისევე როგორც სხვა პარტიები, ჩვენც ჩართულები ვიყავით პოლიტიკოსების ქცევის კოდექსში, რაც დღეს ცესკომ გამოაქვეყნა. ეს არის უკვე დახვეწილი დოკუმენტი. რამდენიმე შენიშვნა ჩვენც გვქონდა და მათი ძირითადი ნაწილი გათვალისწინებულია. ასევე საზოგადოებამ უკვე იცის და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება გავაკეთეთ, რომ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი უარს აცხადებდა ქცევის კოდექსის ხელმოწერაზე. ვფიქრობ, რომ მათ უკვე კეთილი უნდა ინებონ და ხელი მოაწერონ კოდექსს, ჩვენ ისედაც მოწოდებულები ვართ, რომ არჩევნები დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩატარდეს, არანაირი სპეკულაციის სივრცე არ უნდა იქნეს დატოვებული. შესაბამისად, როდესაც ამ დოკუმენტს ხელს მოაწერენ ოპოზიციური პარტიები, ბუნებრივია, ჩვენც შევუერთდებით ამ ხელმოწერებს და სადაც წერია ყველა ქცევის წესი, იმ დოკუმენტთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი პრეტენზია არა გვაქვს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და ყველა მოქალაქეს არჩევნები ჩავატაროთ ისე, რომ არანაირი სპეკულაციის სივრცე არ დარჩეს. ჩავატაროთ ყველა წესის დაცვით და ამ წესების აღსრულებაში მოყვანა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ქვეყანას გამოადგება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა