logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: ჩვენ გვჭირდება ძლიერი გლეხი, ძლიერი სოფლის მეურნეობა, ძლიერი სოფლები და რაიონები, ძლიერი ქალაქებისა და ძლიერი ქვეყნისთვის
კახა კალაძე: ჩვენ გვჭირდება ძლიერი გლეხი, ძლიერი სოფლის მეურნეობა, ძლიერი სოფლები და რაიონები, ძლიერი ქალაქებისა და ძლიერი ქვეყნისთვის
20:45 12.09.2020
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, დუშეთში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მოხარული ვარ, რომ დღეს ამ ულამაზეს და გამორჩეულ მხარეში ვიმყოფები. დუშეთში ძალიან მაგარი, ერთგული, მშრომელი და პატრიოტი ადამიანები ცხოვრობენ, რომელთა მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობთ, რასაც ძალიან ვაფასებთ და ვუფრთხილდებით. თქვენ ჯერ კიდევ მაშინ იდექით ჩვენს გვერდში, როდესაც ქვეყანაში გამეფებული იყო ძალადობა და სწორედ ერთად დგომით, ერთად ბრძოლით, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანაში დავაბრუნეთ მშვიდობა, თავისუფლება და სახელმწიფო საკუთარი მოქალაქის სამსახურში ჩავაყენეთ.

დუშეთის მუნიციპალიტეტში სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ერთი გამორჩეული ადგილია, ჩარგალი, სადაც ყველა ქართველისთვის საყვარელი და საამაყო, მსოფლიო დონის მოაზროვნე, გენიოსი დაიბადა. ვაჟამ ქართული მთა, მთიელი ადამიანის ყოფა და ანტიკური ეპოსი ერთმანეთს დაუკავშირა და მსოფლიო დონის შედევრები შექმნა. ვაჟა-ფშაველა არის ქართული კულტურის, ტრადიციების, ქრისტიანობის, ჰუმანიზმის, კაცობრიობის ზნეობრივი ღირებულებებისა და ადამიანობის სიმბოლო, რომლისგანაც დღესაც ბევრი რამ გვაქვს სასწავლი.

დუშეთი სწორედ ასეთი, განათლებული, მებრძოლი და პატრიოტი ადამიანების ადგილია. დუშეთი და დუშეთში მცხოვრები ადამიანები ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე იმყოფებიან, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კარგი პროექტი განახორციელა, ბევრი საქმე გააკეთა. თუმცა მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები.

დუშეთი გამორჩეულია ულამაზესი ხედებითა და უნიკალური სამზარეულოთი, რაც ტურიზმის განვითარებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის და ამ მიმართულებით სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად გააგრძელებს ადგილობრივების მხარდაჭერას, რათა თქვენ გქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობა, ისარგებლოთ ყველა იმ პროგრამით, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ სხვადასხვა მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, „აწარმოე საქართველოში“, ეკონომიკის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამა. ჩვენ მოხარული ვიქნებით, რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ პროგრამებში, ჩვენ ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, შესაბამისად სამუშაო ადგილების შექმნას. ამიტომ, ეს პროგრამები მომდევნო წლების განმავლობაშიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ყოველდღიური მუშაობით, ყოველდღიური საქმიანობით, განხორციელებული ქმედებებით შევქმნათ წარმატებების ისტორიები. დღეს ჩვენ გვჭირდება ძლიერი გლეხი, ძლიერი სოფლის მეურნეობა, ძლიერი სოფლები და რაიონები, ძლიერი ქალაქებისა და ძლიერი ქვეყნისთვის.
ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა