logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საარჩევნოდ, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს
საარჩევნოდ, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს
18:31 12.09.2020
მიმდინარე წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის შესახებ ცენტრალური საარჩენო კომისია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნების დღე ხასიათდება კომპლექსური ურთიერთობებითდა მრავალმხრივი ინტერესებით, რომლის ყველა კომპონენტს საარჩევნო კანონმდებლობა ვერ დაარეგულირებს და აღასრულებს. ამის გამო, საჭირო ხდება პოლიტიკური პარტიების მიერ თვითრეგულირების მექანიზმის შექმნა და დამატებით ეთიკურ წესებზე შეთანხმება, რაც მთელ მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაა.
პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი არის ნებაყოფლობითი ეთიკის ნორმები, რომლის მიზანია დემოკრატიული ღირებულებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა; საგნობრივი, პროგრამაზე ორიენტირებული, ინკლუზიური საარჩევნო კამპანიის წარმოება, რომელშიც უზრუნველყოფილია თანაბარი შესაძლებლობები საარჩევნო პროცესის მონაწილეთათვის.

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებისა და სხვა საერთაშორისო ჩართული მხარეების არაერთ ანგარიშში მოხვდა რეკომენდაცია, ისეთი სტანდარტების განვითარების და დამკვიდრების შესახებ, რომელიც არეგულირებს ეთიკურ საარჩევნო კამპანიას, მათ შორის სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის შესაძლო გავრცელების აღკვეთას.

მსგავსი რეკომენდაცია მოხვდა აგრეთვე, საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამის ანგარიშში, სადაც სახალხო დამცველი მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შეიმუშაოს და შესთავაზოს პოლიტიკურ პარტიებს ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი საარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენების, სიძულვილის ენის ერთგვაროვანი განმარტებისა და ასეთი განცხადებებისგან თავის შეკავების თაობაზე.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, შვეიცარიის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით, განახორციელა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის შემუშავების პროცესის ფასილიტაცია.
სწორედ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და პოლიტიკური პარტიების მონაწილეობის შედეგად შეიქმნა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი, რომელიც აკმაყოფილებს მიღებულ საერთაშორისო სტანდარტებს და ასევე, ეფუძნება 2018 წელს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისას, ცესკოს ორგანიზებითა და შვეიცარიის სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ, საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ ხელმოწერილ ეთიკის პრინციპებს.

აღნიშნული დოკუმენტი დაფუძნებულია საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო ეთიკის პრინციპებზე და მოიცავს სამართლიანი და ღირსეული კონკურენციის შესახებ ნორმებს, ამომრჩეველთა და მონაწილე პარტიათა უფლებების აღიარებას და პატივისცემას, კოდექსის შესრულებაზე მონიტორინგისა და შიდაპარტიული აღსრულების მექანიზმებზე შეთანხმებას.
პირველ რიგში მადლობას ვუხდით საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დოკუმენტის შემუშავებაში.

აქვე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ვაქვეყნებთ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ვიწვევთ ყველა რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას შემოუერთდეს აღნიშნულ ქცევის კოდექსს და აიღოს პასუხისმგებლობა მის შესრულებაზე.

როგორ შეიძლება დოკუმენტზე შეერთება:

ქცევის კოდექსის ხელმოსაწერი (დაბეჭდილი ან ელექტრონული ვერსია) მიეწოდება არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას და სურვილის შემთხვევაში, მასზე შემოერთება პარტიებს შეუძლიათ დაადასტურონ თავმჯდომარის/ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით. ქცევის კოდექსის ტექსტი საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე, საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია ყველა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ, ვინც შეუერთდება დოკუმენტს.

დასასრულს, მადლობას ვუხდით საერთაშორისო თანამეგობრობას, რომლის მხარდაჭერითაც შეიქმნა და ჩამოყალიბდა ქცევის კოდექსი და ასევე, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც შემოუერთდებიან და შეასრულებენ ამ ქცევის კოდექსს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საარჩევნო პროცესში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას"- ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა