logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იოსებ ხახალეიშვილი: მომავალ თაობებს ქუთაისზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითი უნდა ვაჩვენოთ, რომ ქალაქის წარმატებაზე ორიენტირებულის სულისკვეთებით გაიზარდონ
იოსებ ხახალეიშვილი: მომავალ თაობებს ქუთაისზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითი უნდა ვაჩვენოთ, რომ ქალაქის წარმატებაზე ორიენტირებულის სულისკვეთებით გაიზარდონ
12:09 12.09.2020
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი გამსახურდიასა და ჭავჭავაძის ქუჩებზე მცხოვრებ თანაქალაქელებს შეხვდა, საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

"ჩვენ იმ ქალაქის შვილები ვართ, რომელსაც ქართული კულტურისა და განათლების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქუთაისისთვის ამ ისტორიული სტატუსის განსამტკიცებლად. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით დიდი, საშვილიშვილო საქმე უკვე გაკეთდა - დაფუძნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელმაც წელს სტუდენტების პირველი მიღება განახორციელა. ახლა კი ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ქუთაისი იქცეს ქართული კულტურის ცენტრად. ამისთვის თითოეული ქუთაისელის მხარდაჭერა და თითოეულ ქუთაისელთან თანამშრომლობაა საჭირო. ყოველმა თქვენგანმა თუნდაც ერთი აგური რომ დადოს ქალაქის წინსვლაში, ეს უკვე მთლიანობაში უდიდეს შედეგზე გაგვიყვანს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება - გენიალური ქუთაისელის დიმიტრი უზნაძის ენით რომ ვთქვათ, “პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა“.

მოვდივარ, რომ ჩვენი გუნდის მხარდაჭერით, თქვენთან ერთად და თითოეული თქვენგანის აქტიური ჩართულობით, წარმატების ზენიტში მყოფი ქუთაისი დავუტოვოთ მომავალ თაობებს. ჩვენმა შვილებმა ვისგან თუ არა ჩვენგან, უნდა ისწავლონ და აიღონ მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქალაქი, როგორ უნდა ზრუნავდე მისი წარმატებისთვის, როგორ განავითარო ქალაქის შესაძლებლობები. მე, როგორც 3 შვილის მამას, მაქვს უდიდესი სურვილი, ისეთი ქუთაისი გადავაბაროთ კიდევ უფრო გასაძლიერებლად ჩვენს შვილებს, რომელიც იქნება ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საფუძველი, იქნება განათლებისა და კულტურის მექა, იქნება ქართული ურთიერთობების ეტალონი და ხალასი იუმორის აკვანი, სადაც ახალი რეზო გაბრიაძეები, ახალი რეზო ჭეიშვილები, ახალი ზაქარია ფალიაშვილები, ჯორჯ ბალანჩინები, ვერიკო ანჯაფარიძეები, გიორგი შავგულიძეები დაიბადებიან და ახალი სისხლით გააძლიერებენ ქართულ კულტურას!“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა