logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ფონდი ქომაგი“ აშშ-ს ელჩს რიჩარდ ნორლანდს დახმარების თხოვნით მიმართავს
„ფონდი ქომაგი“ აშშ-ს ელჩს რიჩარდ ნორლანდს დახმარების თხოვნით მიმართავს
16:13 13.09.2012
საქველმოქმედო „ფონდი ქომაგი“ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს მიმართავს.

ფონდის თავმჯდომარე ია მეტრეველი მიმართვაში ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნავს, რომ ოფიციალური სახელისუფლებო პოლიტიკისაგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა მიმართ რეპრესიები მიმდინარეობს.

„სახელმწიფოს ფინანსურ-ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი გახლავთ ის ფაქტიც, რომ უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ხუთმილიონიანი ქვეყნიდან მილიონნახევარზე მეტი მოქალაქე გადაიხვეწა უცხო ქვეყნებში სიცოცხლის გადასარჩენად - ყოველდღიური საარსებო სახსრების საშოვნელად უმძიმესი შრომის ფასად. „ფონდი ქომაგი“ მიზნად ისახავს უკიდურეს მატერიალურ მდგომარეობაში ჩავარდნილი განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანების ფინანსურ დახმარებას რეკომენდაციების გზით გულშემატკივარი ემიგრანტების მოხმობით“- ნათქვამია მიმართვაში.

ფონდის თავმჯდომარე მიმართვაში ასევე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკანონოდ და უსამართლოდ ეწევა „ფონდი ქომაგის“ მიერ მოპოვებული შემოწირული თანხების დაყადაღებას და კრიზისში ჩავარდნილი ადამიანების ფინანსურ რეპრესიას.

მიმართვას თან დოკუმენტი ერთვის, სადაც „ფონდი ქომაგზე“ და მის ბენეფიციარებზე განხორციელებული დარღვევების კონკრეტულ ფაქტებზეა საუბარი.

„სახელმწიფო მუდმივად ცდილობს ფონდის იმიჯის შელახვას და დისკრედიტაციას, იგონებენ და თავადვე თხზავენ გაურკვეველ სქემებს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფონდი თავისი დაარსების დღიდან საქმიანობს კანონის ყველა ნორმის დაცვით.

ჩვენ სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ ფონდი არ ემსახურება რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესებს, ჩვენი მიზანია უსამართლოდ რეპრესირებული მოქალაქეებისთვის შეძლებისდაგვარად დახმარების გაწევა“- ნათქვამია მიმართვაში.

ფონდის თავმჯდომარე დახმარების თხოვნით მიმართავს აშშ-ს ელჩს და მზადყოფნას გამოთქვამს მას ფონდის საქმიანობის დეტალები გააცნოს.

„მოგმართავთ თხოვნით, როგორც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ქვეყნის წარმომადგენელს, რომ დაგვეხმაროთ ადამიანის სასიცოცხლო უფლებისა და ღირსების დაცვაში, ჩვენ სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ გიპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვაზე, ღიად და გამჭვირვალედ გაგაცნოთ ფონდის საქმიანობის დეტალები. მივესალმებით, თუკი თქვენ ინტერესს გამოხატავთ და განახორციელებთ ჩვენი საქმიანობის მონიტორიგნს. ასევე, გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში დაგვეხმაროთ და იმოქმედოთ საქართველოს ხელისუფლების ბარბაროსული ქმედების წინააღმდეგ და საშუალება მოგვცეთ ჩვენი ხელისუფლების მიერ ფინანსურად გაძარცვული ადამიანების სიცოცხლისა და ცხოვრების ელემენტალური პირობების შენარჩუნებაში“- ნათქვამია მიმართვაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა