logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კუჭავა: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის გზავნილი ინვესტორებისათვის, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები
კახა კუჭავა: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის გზავნილი ინვესტორებისათვის, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები
18:25 11.09.2020
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში წარმოადგენს არა მხოლოდ შეფასებას, ფაქტობრივად ეს არის გზავნილი როგორც ამერიკელი ინვესტორებისათვის, ასევე მსოფლიო მასშტაბით ყველასათვის, რომ საქართველოში შეიძლება ბიზნესის კეთება, ვინაიდან საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც მათ თავისუფლად შეუძლიათ განახორციელონ ინვესტიციები.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის მკაფიო პასუხი ოპოზიციის ბრალდებებზე და ამან საბოლოდ დაუსვა წერტილი იმ სპეკულაციებს, რასაც განსაკუთრებით ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ეს ანგარიში, ჩემი აზრით არის დოკუმენტი, რომლითაც უნდა იამაყოს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, არამედ თითოეულმა ქართველმა, ვინაიდან ეს არის დოკუმენტი რომელშიც არა მხოლოდ დეტალურად არის აღწერილი ყველა ის პოლიტიკური პროცესი, რეფორმები, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებდა, არამედ დადებითი შეფასებები მიეცა საქართველოს ამ კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს წარმოადგენს არა მხოლოდ შეფასებას, ეს ფაქტობრივად არის გზავნილი როგორც ამერიკელი ინვესტორებისთვის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით ყველასთვის, რომ დაინტერესდნენ საქართველოთი, ჩამოვიდნენ და აკეთონ აქ ბიზნესი, რომ გაიზარდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში. ის შეფასებები, რომლებიც ჩვენ ამ ანგარიშში მოვისმინეთ, და სხვათა შორის შედარებებიც კი ძველ ხელისუფლებასთან, თუ რამდენად გაუმჯობესდა მდგომარეობა, არის ეს კერძო საკუთრების კუთხით, საინვესტიციო გარემოს კუთხით, ბიზნესის კეთების გარემოს კუთხით - პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მაღალია ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა. ამავე დროს ეს არის გზავნილი, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ და გავაღრმავებთ ურთიერთობას და მიუხედავად მცდელობებისა, სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის მხრიდან, რომელიც თავიანთი პარტიული მიზნების გამო ცდილობენ ქვეყანას შეულახონ სახელი, ეს მცდელობა არის უშედეგო და სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა და ასე ვთქვათ, საბოლოდ წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რასაც განსაკუთრებით ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

მისი თქმით, ეს ეხება როგორც ბიზნეს დავებს, საინვესტიციო გარემოს, ბიზნესის კეთების გარემოს, სიტყვის თავისუფლებას, კონკრეტულ ფაქტებსაც, მაგალითად, პარლამენტში შეჭრის მცდელობას, რომელზეც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ „სამართალდამცავმა ორგანოებმა კანონის ფარგლებში იმოქმედეს“. მისივე თქმით, ასე იქნებოდა ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყანაში, სადაც მცდელობა ექნებოდა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უკანონოდ შეჭრის მცდელობას - სამართალდამცავებს ევალებათ და ვალდებულიც არიან კანონის ფარგლებში მოახდინონ რეაგირება.

კახა კუჭავას შეფასებით, აღნიშნული ანგარიში ჩვენი ქვეყნისადმი მხარდამჭერი მნიშვნელოვანი დოკუმენტია და საბოლოოდ წერტილს უსვამს ყველანაირ სპეკულაციას, როცა მავანნი ცდილობდნენ საქართველოს სახელით განხორციელებული რეფორმების უგულებელყოფას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა