logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: რეფორმები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, საზოგადოებასთან ერთად, იყო სწორი, შედეგიანი და ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება
არჩილ თალაკვაძე: რეფორმები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, საზოგადოებასთან ერთად, იყო სწორი, შედეგიანი და ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება
12:57 11.09.2020
„რეფორმები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, საზოგადოებასთან ერთად, იყო სწორი, შედეგიანი და ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამეცნიერო კონფერენციაზე - „კორონომიკა” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღონისძიება გლობალური პანდემიის შედეგად გამოწვეულ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ეძღვნება.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ რეფორმების „გადათარგმნა“ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასა და გარემოს გაუმჯობესებაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ გლობალური პანდემიის შედეგად მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, მოცემულ ვითარებასთან ადაპტაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„გლობალური პანდემია ეს არის ის ვითარება, რომელმაც, პრაქტიკულად, მსოფლიოს ეკონომიკური სისტემები, გლობალური ეკონომიკა დააყენა გამოცდის წინაშე და გამოწვევების წინაშე და ყველა სახელმწიფო, აკადემიური წრეები, ბიზნესი, არის ფიქრის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, თუ როგორ მოახდინოს ადაპტაცია ამ ვითარებასთან, თუ როგორ შეცვალოს მუშაობის სტილი, როგორ შეცვალოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი იმისთვის, რომ ეკონომიკა გადარჩეს, მოხდეს მისი სტაბილიზაცია და აღდგენა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პატივი მიაგო ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ხსოვნას და ქვეყნის წინაშე მის დამსახურებებზე ისაუბრა.

„ნოდარ ხადურის დამსახურება დიდია უახლეს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეკონომიკურ ცხოვრებაში, არაერთი რეფორმა უკავშირდება მის სახელს, ჩვენ ერთად ვმუშაობდით საქართველოს პარლამენტში, როდესაც მთავრობა და პარლამენტი განიხილავდა, მაგალითად, მოგებასთან დაკავშირებულ რეფორმას, საგადასახადო რეფორმებს და ნამდვილად პოზიტიურად მახსენდება ის წლები, როდესაც ჩვენ გვქონდა საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, სადაც საქართველოს საინვესტიციო გარემო და ბიზნესის კეთების სიმარტივე დადებითად არის შეფასებული.

„ამ პერიოდში, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა და საერთაშორისო ინსტიტუტები არიან განსაკუთრებულ რეჟიმში, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ ასეთი შეფასება დაიმსახურა. ეს ნიშნავს იმას, რომ რეფორმები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, საზოგადოებასთან ერთად, იყო სწორი, შედეგიანი და ზოგადად, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. რასაკვირველია, ამის გადათარგმნა თითოეული ოჯახის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაში არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ადამიანები პირველ რიგში მიესალმებიან წარმატებას, მაგრამ შემდეგი პირველი შეკითხვა, რაც თითოეულ მოქალაქეს უჩნდება არის ის, რომ როგორ აისახა ეს წარმატება ჩემი, ჩემი ოჯახის თუ გარემოს გაუმჯობესებაზე. ამიტომ, ამ მიმართულებით რასაკვირველია ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ხაზი გაუსვა განათლების სისტემისა განსაკუთრებულ როლს ქვეყნის მომავლისთვის და უნივერსიტეტის თანამშრომლებს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა