logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: მეათე მოწვევის პარლამენტში ნებისმიერი კონფიგურაციისთვის მზად ვართ - გვყავს ძლიერი გუნდი და ვიცით რა უნდა გავაკეთოთ
არჩილ თალაკვაძე: მეათე მოწვევის პარლამენტში ნებისმიერი კონფიგურაციისთვის მზად ვართ - გვყავს ძლიერი გუნდი და ვიცით რა უნდა გავაკეთოთ
11:42 11.09.2020
„ჩვენ მზად ვართ მეათე მოწვევის პარლამენტში ნებისმიერი კონფიგურაციისთვის და ნებისმიერი დონის ოპონირებისთვის - ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი, გვაქვს პროგრამა და ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და მეათე მოწვევის პარლამენტის სავარაუდო შემადგენლობაზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა ისიც, რომ „ქართული ოცნების“ გუნდისთვის კონკურენცია და პოლიტიკური პლურალიზმი დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია.

მრავალპარტიულ დემოკრატიასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეალური ნაბიჯები მულტიპარტიული დემოკრატიისკენ სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა, თანაც, ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

„არცერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასეთი დემოკრატიული რეფორმები არ გაუტარებია, როგორიც ჩვენ გავატარეთ საზოგადოების მხარდაჭერით. შესაბამისად, დღეს ჩვენი ქვეყანა მზად არის არსებითად პროპორციული სისტემით, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, ეს არის ჩვენი გუნდის და ჩვენი საზოგადოების დამსახურება. ჩვენ გავატარეთ დემოკრატიული რეფორმები, რადგან გვსურდა გვქონოდა ქვეყანა, სადაც მოქალაქეები რეალურად მონაწილეობენ ქვეყნის მართვაში. ამ ღირებულებების ერთგულნი ვიყავით, როცა მოვედით ხელისუფლებაში და ამ ღირებულებების ერთულნი ვართ დღესაც.“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე შეფასებით, რაც არ უნდა აკრიტიკონ საარჩევნო გარემო და სისტემა ოპოზიციურმა ჯგუფებმა, არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და კანდიდატების რაოდენობა უკვე მიუთითებს, რომ საქართველოს უკვე აქვს კონკურენტული საარჩევნო სისტემა და თავისუფალი საარჩევნო გარემო.

„რაც არ უნდა კრიტიკა მოვისმინოთ ოპოზიციისგან საარჩევნო სისტემის და საარჩევნო გარემოს მიმართ, მონაწილე პარტიების რაოდენობა და კანდიდატების რაოდენობა თავისთავად მიუთითებს, რომ საქართველოს უკვე აქვს კონკურენტული საარჩევნო სისტემა და თავისუფალი საარჩევნო გარემო. ისინი სიტყვით აკრიტიკებენ ამ ყველაფერს, მაგრამ მეორეს მხრივ, საზოგადოება ხედავს, რომ ოპოზიციური პარტიები ადგილებს და პოზიციებს ვერ იყოფენ, იმდენად აქტიურად არიან ჩართული საარჩევნო კამპანიაში.“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრებს და საპარლამენტო გუნდს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა