logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ქართულმა მხარემ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამომავლო სტრატეგიის „NATO 2030 პროცესზე“ ალიანსის მრჩეველთა ჯგუფთან შეხვედრა გამართა
ქართულმა მხარემ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამომავლო სტრატეგიის „NATO 2030 პროცესზე“ ალიანსის მრჩეველთა ჯგუფთან შეხვედრა გამართა
00:32 09.09.2020
საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განვითარებისა, კოორდინაციის და ეფექტიანობის ამაღლების მიზნით ალიანსის გენერალური მდივნის ინიციატივის „NATO-2030 პროცესი“ ფარგლებში მიმდინარე კონსულტაციებში მონაწილეობს. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართეს აღნიშნულ ხედვაზე მომუშავე ნატო-ს მრჩეველთა ჯგუფთან, რომლშიც შედიან ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ჯგუფს ხელმძღვანელობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, თომას დე მაიზიერი და ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე უეს მიტჩელი.

„NATO-2030 პროცესი“ წარმოადგენს ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ წამოწყებულ ინიციატივას და მიზნად ისახავს ალიანსის განვითარების და კოორდინაციის, ისევე როგორც თანამედროვე სამყაროში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლაში ალიანსის ეფექტიანობის ამაღლების თაობაზე ხედვისა და რეკომენდაციების შემუშავებას.

საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი და მომავალი წევრი ქვეყნის, აქტიური ჩართვა ალიანსის მომავლის განსაზღვრის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მიუთითებს ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებზე.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე არსებული თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის რეგიონში არსებული გამოწვევები და მათთან გამკვლავების გზები, ნატო-ს როლი ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის საკითხში, ალიანსის ეფექტიანობის გაძლიერების პერსპექტივები და შესაძლებლობები.

შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის, მისი მოკავშირის და მომავალი წევრის ხედვა უსაფრთხოების არსებული გარემოს და ნატო-ს ჩართულობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხებზე მნიშვნელოვანია, როგორც ალიანსისთვის, ასევე დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფისთვის.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა