logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი
გიორგი გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი
19:33 06.09.2020
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „თხილის ფესტივალთან“ დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წლევანდელი პროგნოზი არის დაახლოებით 50 000 ტონა თხილი, რაც დაახლოებით 100 მლნ დოლარის ექსპორტია.

„კარგ და მნიშვნელოვან ტრადიციას ჩავუყარეთ საფუძველი. ვერ გადავწყვიტეთ უბრალოდ რა დავარქვათ, „თხილობა“ თუ „კოროფუა“ და ახლა გადავწყვეტთ როგორმე. ზუგდიდელები ამბობენ, გინდათ თუ არა, „კოროფუა“ უნდა დავარქვათო. არ აქვს ამას მნიშვნელობა. სერიოზულად - ე.ი. თხილის მოსავალი მოგეხსენებათ, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ფაროსანას მიერ გამოწვეული პრობლემის გამო იყო საკმაოდ ცუდ დღეში ეს დარგი, ძალიან ეფექტურად იმუშავეს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, თვითონ ფერმერებმა, ასოციაციამ მათ შორის და წელს ჩვენ ველოდებით დაახლოებით 50 000 ტონას, ეს არის დაახლოებით 100 მლნ დოლარის ექსპორტი, კონკრეტულად სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში, ცოტა კახეთში. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა,” - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, თხილი არის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება.

„საერთოდ, სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდა არის სერიოზული პოტენციალი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ დაიწყო უკვე ატმის მოსავლის აღება, იქ სერიოზული ზრდა გვაქვს ექსპორტში, ფაქტობრივად გავაორმაგეთ, 23 000 ტონაა ექსპორტირებული დაახლოებით, ახლა გვექნება ვაშლი, თხილი, შემოვა რთველი, ასევე ციტრუსები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. გარდა იმისა, რომ ძლიერმა ფერმერმა უნდა იზრუნოს და შეეძლოს ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი, მას შეეძლება უკვე დაასაქმოს სხვა ადამიანები და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თხილი არის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე, თუ რატომ ვერ გაიზარდა ფასი თხილზე, პრემიერმა ასე უპასუხა:
„თხილის ფასი ფორმირდება საერთაშორისო ბაზარზე. საქართველო სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის პატარა მოთამაშე, მე-5 მოთამაშეა. იმისთვის, რომ ფასის ფორმირებაზე ზემოქმედება შეგვეძლოს, ამიტომ 50 000 ტონა კი არა, 150 000 ტონა თხილი უნდა მოვიყვანოთ, რადგან დღეს სერიოზულად გვისწრებს იტალიაც, თურქეთიც და კიდევ ბევრი ქვეყანა. ამიტომ ჯერ უნდა გავძლიერდეთ თხილის მიმართულებით და შემდგომ უნდა გვქონდეს იმის პრეტენზია, რომ საერთაშორისო ბაზრებსა და ფასზე გვქონდეს ზემოქმედება.“

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა