logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ცესკო-მ საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრები აირჩია
ცესკო-მ საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრები აირჩია
20:56 05.09.2020
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრები აირჩია. დროებითი წევრების არჩევის პროცესი ღია და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა, რომელსაც აკვირდებოდა რვა სამოქალაქო ორგანიზაცია და ასევე ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. დამკვირვებლები, ცესკოს სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევას ცესკოს ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამაში ადევნებდნენ თვალს.

შეგახსენებთ, რომ ცესკომ პირველ სექტემბერს, არჩევნების დანიშვნისთანავე, კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით გამოაცხადა ორდღიანი კონკურსი და შესაბამისი განკარგულება დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა ცესკოს ვებგვერდზე.

73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სულ 172 განაცხადი შემოვიდა. 17 საოლქო საარჩევნო კომისიაში მხოლოდ თითო კანდიდატი დარეგისტრირდა, 28 კომისიაში ორ-ორი, 14 კომისიაში სამ-სამი, 13 კომისიაში ოთხ-ოთხი და მხოლოდ ერთ კომისიაში - ხუთი კანდიდატი.

ვინაიდან ხმათა უმრავლესობით ვერ აირჩა №37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი, იმავე სხდომაზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი და კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ვადებში, განხორციელდება დროებითი წევრის არჩევა.

სულ, დროებითი წევრების შესარჩევ კონკურსში 110 ქალი და 62 კაცი იღებდა მონაწილეობას, საიდანაც არჩეულ იქნა 43 ქალი და 29 კაცი.

ცესკოს მიერ არჩეული 72 დროებითი წევრიდან, 68-ს აქვს საარჩევნო სფეროში, კონკრეტულად კი საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვადასხვა წლებში მუშაობის გამოცდილება, როგორც კომისიებში, მათ შორის ცესკოში წევრად ყოფნის, ასევე, ტრენერად ყოფნის გამოცდილება. ამასთანავე, 72 ახლად არჩეული წევრიდან 22 პირს მონაწილეობა აქვს მიღებული საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამებში.

ამავდროულად, 72 არჩეული დროებითი წევრიდან, აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში გამართული არჩევნების მონაცემების მიხედვით, 44 პირი ცესკოს მიერ პროფესიული ნიშნით იყო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არჩეული, ხოლო 5 პირი, წარმოადგენდა პარტიული ნიშნით ნომინირებულ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს, საიდანაც ხუთივეს აქვს სხვადასხვა წლებში კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილებაც.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების დანიშვნის შემდეგ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ცესკო ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ დროებით წევრს შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით; ხოლო დანარჩენ 6 წევრს კომისიის 12 წევრამდე შესავსებად, საარჩევნო კოდექსის მე-13 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი პარტიები ნიშნავენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა