logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„აუთდორ.ჯი“ და „ალმა+“ პოლიტიკური პარტიებისთვის რეკლამის განთავსების შეზღუდვას უარყოფენ
„აუთდორ.ჯი“ და „ალმა+“ პოლიტიკური პარტიებისთვის რეკლამის განთავსების შეზღუდვას უარყოფენ
12:19 13.09.2012
სარეკლამო კომპანიები „ალმა +“ და „აუთდორ.ჯი“ პოლიტიკური სუბიექტებისთვის რეკლამის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ ინფორამციას უარყოფენ და ამის  დასადასტურებლად პარტიების კომპანიებისადმი მიმართვებს აქვეყნებენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ალმა+“ -ის დირექტრის მოადგილემ თამარ ნარიმანიძემ და „აუთდორ.ჯი“-ს დირექტორის მოადგილემ კონსტანტინე ჭავჭანიძემ განაცხადეს, კომპანიებმა წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსება საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე დაიწყეს, მიმდინარე წლის აგვსიტოდან. კონტრაქტების გაფორმება კი, ივლისიდან დაიწყო.

მათი ინფორმაციით, პირველად სააგიტაცაო მასალის განთავსების მოთხოვნით, 7 აპრილს კომპანიებს „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მიმართა. კომპანიებმა მათ ხელახალი მიმართვის გაკეთება ივლისში ურჩიეს, იმ მიზეზით, რომ მიმართვის პერიოდში თავისუფალი სარეკლამო ადგილები არ არსებობდა. ისინი სხვადასხვა სტრუქტურების მიერ ევროპის ჩემპიონატთან და ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით იყო დაკავებული. მეორე მხრივ კი, მათი განმარტებით, საარჩევნო კამპანია დაწყებული არ იყო და უპირატესობა კომერციულ რეკლამას ენიჭებოდა.

კომპანიების წარმომადგენელთა ინფორმაციით, მიუხედავად შეთავაზებისა, არც „რესპუბლიკურ პარტიას“ და არც მასთან დაკავშირებლ რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტს ივლისში აღარ მიუმართავს.

მათივე ცნობით, მხოლოდ 21 აგვისტოს „აუთოდრ.ჯი-ს“ მიმართა კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა, ხოლო 22 აგვისტოს - ამავე კოალიციის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ეკა ბესელიას წარმომადგენელმა.

სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების მიუხედავად, „აუთდორ.ჯი“-მ თეა წულუკიანისგან 31 აგვისტოს უარი მიიღო იმ მოტივით, რომ მათი კოალიციის სხვა კანდიდატებს აგიტაციის შესაძლებლობა ეზღუდებოდათ.

„ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებას“ ჯერ კიდევ 27 აგვისტოს, მათივე თხოვნით, „აუთდორ.ჯი“-ს მიერ გაეგზავნა ინფორმაცია იმ დროისთვის თავისუფალ სარეკლამო საშუალებებთან დაკავშირებით, იმ დათქმით, რომ აღნიშნული სიის განახლება ყოველდღიურად ხდებოდა“ - აცხადებენ სარეკლამო კომპანიების წარმომდგენლები და აღნიშნავენ, რომ ეკა ბესელიამ შეთავაზება გამოიყენა და პირველი სექტემბრიდან მისი სააგიტაციო მასალა ფოთშია განთავსებული.

ასევე, მათი თქმით, „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალა 8 სექტემბრიდან განთავსებულია ზუგდიდშიც.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ კომპანიების წარმომადგენლთა განმარტებით, პარტიამ მასალის განთავსების მოთხოვნით „აუთდორ.ჯი“-ს 9 ივლისს მიმართა და იმ დროისთვის არსებული თავისუფალი სარეკლამო საშუალებების მნიშვნელოვან ნაწილზე კონტაქტების დადება მოითხოვა, ხოლო სააგიტაციო მასალის განთავსება 17 აგვისტოდან დაიწყო.

„ქრისტიან დემოკრატიულმა“ მოძრაობამ „აუთდორ.ჯი“-ს 1 აგვისტოს მიმართა და მისი სააგიტაციო მასალის განთავსება 1 სეტქმებრიდან დაიწყო. რაც შეეხება პარტია „თავისუფალ საქართველოს“ სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლების ინფორმაციით, პარტიამ „აუთოდრ.ჯი“ სა და „ალმა +“-ს 28 აგვსიტოს მიმართა, მათი მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა და სააგიტაციო მასალის განთავსება 10 სექტემბრიდან დაიწყო.

„აუთდრო.ჯი“-სა და „ალმა+“-ის წარმომადგელების თქმით, დასახელებული ფაქტების გარდა, არცერთ სხვა მიმართვას ადგილი არ ჰქონია.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა