logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
იოსებ ხახალეიშვილი: კარგად ვიცი ამ ქალაქის კარგიც და ცუდიც, პრობლემაც, გამოწვევაც და ის გზა, რომელზეც გავა ჩვენი ქალაქის წარმატება
იოსებ ხახალეიშვილი: კარგად ვიცი ამ ქალაქის კარგიც და ცუდიც, პრობლემაც, გამოწვევაც და ის გზა, რომელზეც გავა ჩვენი ქალაქის წარმატება
20:35 05.09.2020
მე ქუთაისური ოჯახის შვილი ვარ და ჩემი წინაპრების საძვალე ამ ქალაქშია. მეხუთე თაობის ქუთაისელი ვარ და კარგად ვიცი ამ ქალაქის კარგიც და ცუდიც, პრობლემაც, გამოწვევაც. ვიცი ის გზა, რომელზეც გავა ჩვენი ქალაქის წარმატება და პროგრესი, რა თქმა, უნდა ამაში საჭიროა ყველა თქვენგანის ჩართულობა და მონაწილეობა, - ასე მიმართა ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ძელქვიანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომელთაც მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან და გუნდის სხვა წევრებთან ერათად შეხვდა.

მერობის კანდიდატი ადგილობრივებს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ წარუდგინა.

როგორც იოსებ ხახალეიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ქალაქის წარმატების წინაპირობა მოქალაქეების ჩართულობაა.

"ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი იქნება ის, რომ მივიდეთ თითოეულ ქუთაისელამდე. მოვისმინოთ თქვენი გასაჭირი, თქვენი პრობლემები და შემდეგ ერთად დავსხდეთ და მოვიფიქროთ რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისათვის. ვერცერთი გამოცდილი გუნდი და ადამიანი ვერ შეძლებს ვერაფრის გაკეთებას თუ არ უდევს ხელი მაჯისცემაზე და იმ საზრუნავზე, რომელიც მის ქალაქს გააჩნია. იმიტომ, რომ თქვენ უფრო იცით რა არის თქვენი საჭიროება, ვიდრე ჩვენ, ვინც კაბინეტებში ვართ. ჩვენი ქალაქის წარმატების წინაპირობა ბრძანდებით თქვენ, თქვენი ჩართულობა.

ჩემი გეგმის ამოსავალი იქნება ასევე ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და გალამაზება. აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ქალაქში მომავალი წლიდან იქნება ახალი პროგრამა, რომელიც თითოეული მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელს საშუალებას მისცემს შეიქმნას საბჭოები, სადაც დასხდებით და იმსჯელებს თუ რომელი პრობლემის მოგვარებაა პრიორიტეტული. გარკვეული ფონდები იქნება ქალაქის ბიუჯეტში და დააფინანსებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც თქვენ მიიღებთ. ეს იქნება კარგი საშუალება იმისთვის, რომ გახდეთ უფრო მეტი აქტიური და თქვენვე იზრუნოთ თქვენ ქალაქზე", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მერობის კანდიდატის თქმით, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ქუთაისს დაპაუზებულს უწოდებს და ამას მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის აკეთებენ, რომ მოსახლეობას შეუქმნან განწყობა, თითქოს აქ არაფერი კეთდება.

"ამ დროს ძალიან ბევრი რამ კეთდება ჩვენს ქალაქში, მაგრამ ამის დანახვას სჭირდება ქალაქის სიყვარული", - აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.

იოსებ ხახალეიშვილი დღეს საარჩევნო შტაბის უფროსთან თემურ ნადირაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიასთან ერთად პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მედიკოსებს შეხვდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა