logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ძალიან ბევრი გამარჯვება მოვიპოვეთ ერთიანი ძალისხმევით
კახა კალაძე: 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ძალიან ბევრი გამარჯვება მოვიპოვეთ ერთიანი ძალისხმევით
16:57 03.09.2020
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გამოსვლა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენაზე კასპის მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

კალაძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ძალიან მიხარია, რომ ვიმყოფებით კასპში, მუნიციპალიტეტში, სადაც უამრავი ისტორიული და კულტურული ძეგლი გვხვდება. ამ ადგილებში ადამიანები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში სახლობდნენ და იმ დროიდან მოყოლებული, ჩვენმა წინაპრებმა განავითარეს და შემოგვინახეს ეს მხარე ისეთი მშვენიერი, როგორიც დღეს გვაქვს.

კასპი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. კასპში არის ბევრი მნიშვნელოვანი საწარმო, რომლის პროდუქციით მარაგდება მთლიანად საქართველო. მე მოხარული ვარ, რომ ამ დოვლათს თქვენ, მშრომელი ადამიანები ქმნით, რისთვისაც მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ.

ჩვენი ხელისუფლების მიზანიც სწორედ ის არის, რომ ქვეყანაში, კასპის მუნიციპალიტეტში, განვითარება იყოს დინამიური და ხელშესახები.

განვლილი წლების მანძილზე, ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკისა და სხვა ძირეულ საკითხებში, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ძალიან მიხარია, რომ ამ 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროგრამა განხორციელდა, რომლითაც ისარგებლა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ და შედეგი უკვე სახეზეა.

წარმოების განვითარებაზე ზრუნვის პრალელურად, ინერგება გარემოს დაცვითი მაღალი სტანდარტები, ეს კასპისთვის მნიშვნელოვანი საკითხია და ამაზე ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად განსაკუთრებით ზრუნავს და მომავალშიც გააგრძელებს ზრუნვას.

ამ ყველაფერთან ერთად, ბუნებრივია, გამოწვევები ჩვენს წინაშე ისევ ბევრი რჩება. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, ის პრობლემური საკითხები, რომლებიც თითოეულ თქვენგანს აწუხებს. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ იმისთვის, რომ საზოგადოებას, ადგილობრივ მოსახლეობას წარვუდგინოთ ადამიანები, რომლებიც კასპის და კასპელების ინტერესებს გაატარებენ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში.

მინდა, ერთ რამეს ხაზი გავუსვა - 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ძალიან ბევრი გამარჯვება მოვიპოვეთ ერთიანი ძალისხმევით და ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთად დგომით. ამჯერადაც, დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას და ეს გამარჯვება შესაძლებელი იქნება პირველივე ტურში.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა