საქართველოში დღეს გამთენიისას ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ელჩების დელეგაცია ჩამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან, სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძესთან.
გარდა ამისა, ელჩები შეხვდებიან საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
დაგეგმილია გორის სამხედრო ბაზის დათვალიერება და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან შეხვედრა.

















