logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსის“ და საარჩევნო გარემოს შემდგომ დახვეწას ემსახურება
ირაკლი კობახიძე: კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსის“ და საარჩევნო გარემოს შემდგომ დახვეწას ემსახურება
16:39 02.09.2020
„თუ ეს ცვლილებები ისეთია, რომელიც მოსწონს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომლითაც ჩვენ თავს ვიწონებთ, გამოდის, რომ ეს ყოფილა ძალიან კარგი და ეს კიდევ მეტად ამყარებს იმას, რომ კანონპროექტი თავისი შინაარსით ემსახურება საარჩევნო კოდექსის შემდგომ დახვეწას და საარჩევნო გარემოს შემდგომ დახვეწას“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო ნორმები და რეგულაციები აქამდეც მოქმედებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში იქნება ბევრად უფრო მკაფიო და გამკაცრებული, რაც მისივე თქმით, გულისხმობს იმას, რომ საარჩევნო გარემო საქართველოში კიდევ მეტად გაუმჯობესდება.

„მაგალითისათვის, 2018 წელს დაფიქსირდა არაერთი, ათეულობით სამართალდარღვევა, რასთან დაკავშირებითაც, მატ შორის რამდენიმე ათეულ საქმეზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მთელ რიგ საქმეებზე, ასეთი არის ალბათ 20-30 საქმე, განაჩენი დადგა სამართლებრივი. მათ შორის, ნახევარზე მეტი შემთხვევა იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შემთხვევა. შესაბამისად, კანონი არის არა მხოლოდ დახვეწილი, არამედ კანონი მუშაობს, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს იმის საფუძველს, რომ ეს ცვლილებაც არის არა მხოლოდ ძალიან მნიშნელოვანი არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ ეს ცვლილება იმუშავებს პრაქტიკაშიც.

ნორმები რა თქმა უნდა, აქამდეც მოქმედებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო მკაფიო და გამკაცრებული, რაც გულისხმობს იმას, რომ კიდევ მეტად გაუმჯობესდება საარჩევნო გარემო საქართველოში. აქედან გამომდინარე, კრიტიკას საფუძველი არ აქვს, ეს კანონპროექტი არის გავლილი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ყველაფერი სხვა არის სპეკულაცია, ვიცით, რომ სამწუხაროდ გვყავს დესტრუქციული ოპოზიცია და მათი თვითმიზანია ყველაფრის გაკრიტიკება, მათ შორის ისეთი რამისაც, რაზეც ყველა ვთანხმდებით, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა